რუსთავის "მეტალურგმა" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგს" სამი ახალწვეული ჰყავს. რუსთაველთა რიგებს ნახევარმცველები - დავით კირკიტაძე, გურამ გურეშიძე და გიორგი ვასაძე შეუერთდნენ.

"მეტალურგმა" გურეშიძე და ვასაძე თბილისის "ვიტ ჯორჯიადან" დაიმატა, კირკიტაძე კი საჩხერის "ჩიხურას" ღირსებას იცავდა.

ვასაძე რუსთავურ კლუბს 2 წლით დაუკავშირდა, გურეშიძემ კი გუნდთან კონტრაქტი1+1-წლიანი სისტემით გააფორმა.

რუსთაველთა შემადგენლობაში ითამაშებს კვლავ გოგი ფიფია. 27 წლის შემტევმა კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა.

რაც შეეხება "მეტალურგის" მზადებას, გუნდი 24 ივნისს შეიკრიბება. 18 ივლისიდან კი დაგეგმილია ავსტრიაში ან თურქეთში 10-დღიანი შეკრების გავლაც.

fcm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული