გოგი ფიფიამ რუსთავის ”მეტალურგთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
გოგი ფიფია რუსთავის "მეტალურგში" რჩება - კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 1-ელ ივლისს 28 წლის თავდამსხმელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფიფიას, რომელმაც გასული სეზონი სწორედ რუსთავურ კლუბში დაასრულა, კარიერის გაგრძელება მოლდოვურ "დაჩიაში" სურდა და იქ რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა.

თუმცა, საბოლოოდ მოლდოვის ჩემპიონატის მეორეადგილოსან გუნდსა და ქართველ შემტევს შორის შეთანხმება ვერ შედგა და ის კვლავ "მეტალურგში" დაბრუნდა.

ასევე იხილეთ:
რუსთავის "მეტალურგმა" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული