2 ივლისს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კალენდარი შედგება

AutoSharing Option
კარგა ხნის წინ გაცხადდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კვლავ 12 გუნდი იასპარეზებს და გათამაშების სისტემაც უცვლელი დარჩება - ორი წრის შემდეგ უმაღლესლიგელები კვლავ ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფიან.

გეხსომებათ, გასული სეზონის დასრულებისთანავე გავრცელდა ვერსიები უმაღლესი ლიგის გაფართოების თაობაზე, მაგრამ ამ ხმებს რეალობასთან საერთო არაფერი აღმოაჩნდა.

გარკვეულია ისიც, რომ მომავალი ჩემპიონატი 10 აგვისტოს დაიწყება.

აქამდე უმაღლესი ლიგის კალენდარიც დამტკიცებული იქნებოდა, მაგრამ რაკი "ზესტაფონის" მხრი
დან პასუხი გვიანდებოდა, მეთორმეტე უმაღლესლიგელის საკითხი ღიად იყო დარჩენილი.

როგორც იქნა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თანხმობა "ზესტაფონისგანაც" მიიღო და კალენდრის შედგენას ხელს აღარაფერი უშლის.

ასე რომ, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, "ლელოს" 3 ივლისის ნომერში მომავალი უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის კალენდარს, ან უარეს შემთხვევაში, მის პროექტს იხილავთ.

კალენდარს სფფ-ის აღმასკომის 2 ივლისის სხდომაზე შეიმუშავებენ.

მომავალ უმაღლეს ლიგაში კი ეს 12 კლუბი ითამაშებს:

1. დინამო (თბილისი)
2. დილა (გორი)
3. ტორპედო (ქუთაისი)
4. ჩიხურა (საჩხერე)
5. ზესტაფონი (ზესტაფონი)
6. ზუგდიდი (ზუგდიდი)
7. მეტალურგი (რუსთავი)
8. მერანი (მარტვილი)
9. ვიტ ჯორჯია (თბილისი)
10. სიონი (ბოლნისი)
11. გურია (ლანჩხუთი)
12. სპარტაკი (ცხინვალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შეთანხმება მიღწეულია: "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში ითამაშებს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული