მაგრამ კვლავ "დინამო 2"-ში რჩებოდა ლაშა პარუნაშვილი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.
ლაშას ჯერ კიდევ ზამთარში სურდა იჯარით უმაღლესი ლიგის კლუბში გადასვლა. პირველში თამაში არ აკმაყოფილებდა და ცხადია, ეს არც ახალგაზრდული ნაკრებში დასამკვიდრებლად გამოადგებოდა. მიწვევებიც ჰქონდა, მაგრამ მაშინ "დინამო" ვერ შეელია.
9 ივლისს გვიან შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობა
"ბოლნისში დღეს პირველად ვივარჯიშე და გადაწყდა, რომ დავრჩები. მიხარია, "დინამომ" ჩემი რომ გაიგო.
კლუბების შეთანხმდნენ, რომ "სიონში" იჯარით წლის ბოლომდე ვითამაშებ.
რა თქმა უნდა, პირველ ლიგაში გამოსვლას უმაღლესში თამაში მერჩივნა - ასე უფრო გავიზრდები, "დინამოს" ძირითადში მოხვედრის შანსი კი არ მქონდა.
იმანაც ძალიან გამახარა, რომ "სიონში" ჩემი ბავშვობის მეგობარი და თანაგუნდელი აჩიკო ტვილდიანია. იმედია, ახალ კლუბში სათამაშო პრაქტიკა მექნება", - გვითხრა პარუნაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"