ლევან ყიფიანი: ყველაფერს ვიღონებთ, რომ ზუგდიდი უგუნდოდ არ დარჩეს

AutoSharing Option
"ლელო" წერდა, ზუგდიდელმა გულშემატკივრებმა ხელმოწერების შეგროვება რომ დაიწყეს მოთხოვნით, "ზუგდიდი" დროულად დააფინანსონ, რათა ახალ სეზონს მომზადებული დახვდეს და აუშენონ ორი წლის წინათ დანაპირები თანამედროვე სტადიონი.

მოგეხსენებათ, გუნდს დღემდე არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი და უცნობია, რა ოდენობის ბიუჯეტი ექნება, ან ექნება თუ არა საერთოდ.

16 ივლისს კი ზუგდიდს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ეწვია და კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებსა და 200-მდე გულშემატკივარს კინოთეატრ "ატრიუმში" შეხვდა.

დასაწყისში მინისტრმა ილაპარაკა რაგბის, წყალბურთის, კალათბურთის, ფეხბურთისა და ზოგადად, სპორტის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სპორტისადმი
სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე.

შემდეგ ყიფიანი კლუბში შექმნილ ვითარებასაც შეეხო, თუ როგორ უნდა გამოვიდეს "ზუგდიდი" კრიზისული მდგომარეობიდან. ბოლოს კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა...

"მინდა გითხრათ, რომ "ზუგდიდი" აქამდე არ უნდა მოსულიყო, იმდენად დიდი ბიუჯეტი ჰქონდა. ეს თანხა სავსებით საკმარისი იყო, რომ არათუ ნორმალური, არამედ ძალიან ძლიერი კლუბი ჩამოყალიბებულიყო.

ჩემთვის გაუგებარია, ეს თანხა სად წავიდა და რას მოხმარდა. მეტიც - "ზუგდიდის" ბიუჯეტი ლამის საჩხერი
ს "ჩიხურას" მაჩვენებელს უტოლდებოდა.

აქვე ვიტყვი, რომ ფეხბურთის ფედერაციასაც სოლიდური წლიური ბიუჯეტი ჰქონდა - 55 მილიონ ლარზე მეტი.

წინა სეზონში ასევე გამოირჩეოდა გორის "დილა", რომელსაც სახელმწიფო, დაახლოებით, 10 მილიონი ლარით დაეხმარა",
- განაცხადა ყიფიანმა.

მან "ზუგდიდის" მომავალზეც ილაპარაკა, რადგან გულშემატკივრებმა მინისტრს სთხოვეს, ყველა ღონე ეხმარა, გუნდი არ დაშლილიყო.

"ერთი კვირაა, რაც გუნდი შეიკრიბა, მაგრამ ჯერ არაფერი გარკვეულა. თუ ასე უმოქმედოდ ვიქნებით, ზუგდიდს გუნდი აღარ ეყოლება, ეს კი ზოგადად, ქართულ ფეხბურთზეც ცუდად აისახება", - განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

"ზუგდიდი ისეთი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქია, რომ აქ გუნდი აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, ზუგდიდი უგუნდოდ არ დარჩეს",
- თქვა მინისტრმა.

მან სტადიონის პრობლემაზეც ილაპარაკა და თემა განავრცო:

"არა მარტო ზუგდიდის, არამედ ბათუმის სტადიონის მშენებლობების საკითხსაც შევეხები. მომავალი წლიდან სტადიონის მშენებლობა ორივე ქალაქში დაიწყება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზუგდიდელი ქომაგები: დაგვიბრუნეთ სტადიონი!
"ზუგდიდში" კატასტროფული ვითარებაა - გულშემატკივრები აქციებზე ფიქრობენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევან კიპიანო დაგუპე სპორტი აზრზე არ ხარ არაპრის.
bedo
21:53 17-07-2013
0

სიახლეები პოპულარული