ამ საქმეს ასეთი გაგრძელება მოჰყვა: გორგიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართა და "ზესტაფონთან" მოქმედი კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა.
არაოფიციალური ინფორმაციით, კლუბს ფეხბურთელებისთვის სამი თვის ხელფასი არ ჰქონდა ჩარიცხული - აპრილის, მაისისა და ივნისის.
შევიტყვეთ ისიც, რომ "ზესტაფონმა" ფეხბურთელებს ჯერ აპრილის დავალიანება გაუსტუმრა, ახლახან კი ბოლო ორი თვის ხელფასიც დაურიგა.
ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს ხანში ვაპირებთ "ზესტაფონის" ოფიციალური პოზიციის გარკვევას. ფიფას წესებით,
საკითხავი ისღა რჩება - "ზესტაფონმა" გორგიაშვილს ხელფასი არ გადაუხადა თუ ხელფასის გადახდა დაუგვიანდა - ანუ რა იურიდიული ფორმულირება ექნება ამ სადავო საკითხს.
ამ საქმესთან დაკავშირებით, 26 ივლისს ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტის სხდომა გაიმართება და კომიტეტის წევრების გარდა, მოდავე მხარეებსაც მიიწვევენ.
გორგიაშვილი სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელია, ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია სამჯერ და თუ თავისუფალი აგენტი გახდება, ცხადია, უფრო იოლად გადავა სხვა გუნდში.
ერთი სიტყვით, დაველოდოთ 26 ივლისს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სად არის თორნიკე გორგიაშვილი? - "ზესტაფონი" თავის ფეხბურთელს ეძებს