ომარ მიგინეიშვილი ქუთაისის "ტორპედოდან" წამოვიდა - მეკარეს "დინამო" დაუკავშირდა

AutoSharing Option
გავრცელდა ასეთი ინფორმაცია: ომარ მიგინეიშვილი "დინამო თბილისში" გადადის.

ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ 29 წლის მიგინეიშვილი ქუთაისის "ტორპედოს" არ გაჰყვა თურქულ შეკრებაზე.

ეს მეკარე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებსაც მოუვიდათ თვალში და ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მომხდარა - მიგინეიშვილმა წინა სეზონში მართლაც გამორჩეულად ითამაშა.

როგორც თვითონ ფეხბურთელმა გვითხრა, ის "ტორპედოდან", ფაქტობრივად, წამოსულია. ფიქსირებული თანხის გადახდის შემთხვევაში, თავისუფალი აგენტი გახდება.

რაც შეეხება მისი "დინამო თბილისში" გადასვლის შესაძლებლობას, მიგინეიშვილმა განგვიმარტა - რამდენიმე დღის წინათ დამიკავშირდნენ ამ კლუბიდან, მაგრამ საქმე ამის
იქით არ წასულაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამოში სკამზე ჯდომას ერჩივნა, დარჩენილიყო. ჭირდებოდა ტორპედოს. მიქარავენ, რო უშვებენ.
dudu
13:38 25-07-2013
0
სწორად მოიქვა, 2000 ლარი ქონდა ხელფასი ტორპედოში, 5000 დოლარი ექნება დინამოში,იმ ასაკში კიდე არაა ომარი რომ არჩევანი ხშირ თამაშზე გაეკეთებინა, ოჯახში უჭირს. ასე რომ სანამ საქმის ვითარებას გაარკვევდეთ გაიგეთ სიმართლე.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული