ნიკა საბანაძე მოედანზე დაბრუნებისთვის ემზადება

AutoSharing Option
როგორც ქუთაისის "ტორპედოს" ვებგვერდი გვამცნობს, გუნდის 22 წლის თავდამსხმელი ნიკა საბანაძე ჩემპიონატის სტარტისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

ტრავმის გამო მას ორთვენახევარი გაუცდა და "ტორპედოს" ევროპის ლიგაზე ვერ დაეხმარა.

"თითქმის ბოლომდე მორჩენილი ვარ. უბრალოდ, ცოტა შიში ჯერ კიდევ მაქვს და მალე ისიც გამიქრება.

ამჟამად ფიზმომზადების მწვრთნელ ალბერტო ბეროკალთან ერთად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ალბათ, ერთ კვირაში უკვე სრული დატვირთვის მიღებასაც შევძლებ.

სავარაუდოდ, თურქეთში გასამართ მეორე ან მესამე საკონტროლო მატჩშიც ვითამაშებ. მინდა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ თამაშში მონაწილეობით მაინც აღვიდგინო ფორმა",
- თქვა საბანაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული