გიორგი კახელიშვილი და გიორგი გაბედავა საჩხერის "ჩიხურაში"?

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი გაბედავა

საჩხერეს "ჩიხურა" ევროპის ლიგას დაემშვიდობა - III საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიული "თუნი" გავიდა, რომელმაც საქართველოს თასის ფინალისტს ორივე შეხვედრა მოუგო - 2:0 და 3:1.

ამ მატჩებში გამოჩნდა, რომ საჩხერელებს საკადრო პრობლემები აშკარად აქვთ.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, სოსო ფრუიძეს ეს არც დაუმალავს, მეტოქეს სიურპრიზი ვერ შევთავაზებთ, რადგან არსებული შემადგენლობა თამაშის გაძლიერებისა და მრავალფეროვნების საშუალებას არ გვაძლევსო.

თბილისში მეორე შეხვედრის წაგების შემდეგ კი, "ჩიხურას" დამრიგებელმა გაამხილა, რომ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებდა, მაგრამ პრესკონფერენციაზე პოტენციურ ახალწვეულთა გვარები აღარ დაუკონკრეტებია.

ცხადია, დავინტერესდით,
"ჩიხურაში" ვის მიწვევას აპირებენ და დავადგინეთ, რომ ლაპარაკია "ზუგდიდის" ყოფილ თავდამსმელ გიორგი გაბედავაზე, რომელსაც "გაგრაში", მარიუპოლის "ილიჩივეცსა" და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.

ფრუიძემ ინფორმაცია დაგვიდასტურა და სხვა სიახლეც გაგვიმხილა:

"დიახ, გაბედავას დამატება გვსურს და მჯერა, ის ჩვენს თავდასხმას გააძლიერებს.

დაინტერესებულები ვართ, რომ კონტრაქტი გავუფორმოთ გიორგი კახელიშვილსაც, რომელიც გორის "დილადან" ევროთასების მატჩებამდე წამოვიდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი კახელიშვილი
კიდევ რამდენიმე მოთამაშის ჩამოყვანა გვსურს, რადგან წინ მძიმე სეზონი მოგველის.

თუ ეს ტრანსფერები მოვახერხეთ, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატში კვლავ ღირსეულად ვითამაშებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კახელისვილს დილადან რა მიარბენინებდა? ჩიხურა ბანდაა რა ჩემპიონატში ღირსეული თამაში კი მათი ოცნებაა
bibo
15:02 28-07-2013
0
გიორგის ვეთანხმები...ეს უთავბოლობა ღუპავს ყველაფერს!
მინდია
18:08 27-07-2013
0

სიახლეები პოპულარული