37-ე წუთზე "გაგრას" ნიგერიელმა თავდამსხმელმა ოვონიკოკომ 11-მეტრიანი მოიპოვა და დარტყმაც თვითონ შეასრულა უზადოდ.
"სპარტაკმა" ანგარიში 44-ე წუთზე გაათანაბრა - უჩა ბურძენაძის პასით თორნიკე თუხარელმა იხეირა.
55-ე წუთზე ზვიად მეტრეველმა თემურ შონიას პასით წინ გაიყვანა "სპარტაკი", წერტილი კი ლაშა ჩაფიძემ დასვა მე-60 წუთზე, ვინც საგოლე გადაცემით მეტრეველმა დაასაჩუქრა.
"გაგრას" სასტარტო შემადგენლობა: ბეგაშვილი, ზ.ქარდავა. ბ.ქარდავა, ი.ფიფია, ფალავანდიშვილი, ჟიშკარიანი, ჭკუასელი, ჯერემია, ცაცწკრილაშვილი, ჯუღელი,
"სპარტაკის" შემადგენლობა პირველ ტაიმში: ნადირაძე, შონია, ქურდაძე, მგელაძე, კ.ხიზანეიშვილი, თუხარელი, ბურძენაძე, კვეკვესკირი, თექთურმანიძე, დ.ნანიევი, ფანცხავა.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ჭაფოძე, კაკაშვილი, ჩაფიძე, კემუხტაშვილი, მეტრეველი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"