გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით მახარაძემ ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები, 27 წლის მარცხენა მცველი ზაალ ელიავა და 33 წლის საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი დაიმატა.
ნაკრებში უთამაშია გუნდის კიდევ ერთ ვეტერანს, ცენტრალურ მცველს, სევასტი თოდუას, რომელიც გუნდში შარშანაც გამოდიოდა. მათ გარდა, "გურიაში" ვარჯიშობენ მეკარე მიხეილ ალავიძე, რომელმაც "ზუგდიდთან" ძალიან კარგად გამოიჩინა თავი ; თბილისის "დინამოს" კაპიტანი ალეკო კოშკაძე, რომელმაც ამ მატჩში პენალტი გამოიმუშავა და ასევე გამოცდილი თენგიზ ჩიკვილაძე.
მახარაძე ამბობდა, რომ სეზონის დაწყებამდე დარჩენილ მცირე
ჯერჯერობით, საკონტროლო შეხვედრაში გუნდი სასურველი თამაშის ხარისხს ვერ აჩვენებს:
აზერბაიჯანის პრემიერლიგელ "სუმგაითთან" 0:0-ის შემდეგ, ქობულეთში "შუქურასთან" 0:1 მოიგეს, მერე კი "ზუგდიდს" 1:0 სძლიეს.
მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო და რაც მთავარია, გუნდი 10 აგვისტომდე დროის მაქსიმალურად ათვისებას ცდილობს.
"გურიამ" მორიგი ამხანაგური მატჩი გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე ხონის "იმერეთთან" გამართა და კვლავ ფრედ 1:1 დაასრულა.
ლანჩხუთელებიდან ერთადერთი გოლი ლაშა ჯანგიძეს ანგარიშზეა. 30 ივლისს მახარაძის გაწვრთნილები კიდევ ერთ სპარინგს გეგმავენ - ამჯერად, ოზურგეთის "მერცხალთან".
ამჟამად გუნდში სულ 30-მდე ფეხბურთელი ვარჯიშობს, მაგრამ მათგან ვინ დარჩება და ვის გაუშვებენ, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის. სხვათა შორის, ბოლომდე არც ცნობილი მოთამაშეების საკითხია გარკვეული.
"კონტრაქტები დღემდე არავისთან გაგვიფორმებია. ვის დატოვებასაც გადავწყვეთთ, მათ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში შევთავაზებთ. არა მგონია, რომ გამოცდილი ვეტერანებიდან ყველა დარჩეს, მაგრამ უმრავლესობა, ალბათ, ჩვენთან ითამაშებს" - გვითხრა "გურიას" დირექტორმა კობა მირზაშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"