გიორგი ხიდეშელმა ქუთაისის "ტორპედოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" 25 წლის ცენტრალური მცველი გიორგი ხედეშელი ჩაირიცხა, რომელმაც გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ ნაცნობმა ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა ს/კ "თბილისში" დაიწყო, 2004 წელს კი, როცა ს/კ "ზესტაფონი" დაარსდა, აღნიშნულ ზემოიმერულ გუნდში გადავიდა და დღემდე ამ კლუბში ირიცხებოდა.

უთამაშია ეროვნულ ნაკრებში, ასევე, იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების წევრიც. ბოლოს კი ტრავმის გამო არც თუ ისე მცირე პერიოდი გაუცდა.

წყარო: fctorpedo.ge


ასევე იხილეთ:
სიტუაცია: გაახილეთ თვალები, რამდენი უგუნდო გვყოლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული