სიტუაცია: გაახილეთ თვალები, რამდენი უგუნდო გვყოლია

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატი კარს მოგვადგა, 10 აგვისტო ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ გუნდების უმრავლესობას საკადრო პრობლემები აწუხებს.

ბევრი ამბობს, რომ ანდრო ჟორდანიას დარი სელექციონერები გვაკლია, სოფელ-სოფელ რომ მოივლიან და მიყრუებულ სოფელში ნიჭიერ ბავშვს აღმოაჩენენენ. მაგრამ ჟორდანიას თვალი რად უნდა, უამრავი უგუნდო მოთამაშე რომ შევნიშნოთ?

დღეისათვის, თავისუფალია ბევრი ფეხბურთელი, მწვრთნელი და ფიზმომზადების სპეციალისტი.

მათგან ისეთი გუნდი დაკომპლექტდებოდა, სულ ცოტა, სამეულში მაინც რომ მოხვდება და არც ევროთასებზე შეგვარცხვენდა - ასეთია გულშემატკივართა აზრი.

იმედია, ამ სიას უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელებიც გაითვალისწინებენ, რადგან თავისუფალი ფეხბურთელები მართლაც არიან
- შესაძლოა, ჩამოთვლილთაგან ყველა ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, მაგრამ თავისუფალი აგენტების ნაწილი მაინც დააინტერესებთ და მათი აყვანით გუნდები არაფერს წააგებენ.

სხვა თუ არაფერი, სანამ გასაძლიერებლად მოთამაშეებს უცხოეთში ვეძებთ, ჩვენივე რესურსი ბოლომდე არ აგვითვისებია. შეგახსენებთ მათ გვარებს:

მეკარეები: კოკა სეფიაშვილი, გაბრიელ თებიძე

მცველები: გურამ მინდორაშვილი, გიორგი ფოფხაძე, გიორგი გეთიაშვილი, გიორგი ონიანი, ბიძინა ცინცაძე, გიორგი ხიდეშელი, ნიკა ჯიშკარიანი, ბაქარ მირცხულავა, ვალერი იობაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ნოდარ მაჭავარიანი

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლაშა ქებაძე, გიორგი მამუჩიშვილი, ვაჟა ნემსაძე, ირაკლი მაისურაძე, სანდრო გურული, ვაკო ტყემალაძე, გიორგი ჭედია, ზაქარია ბეგლარიშვილი, ლევან გვაზავა, ვალერი ბოლქვაძე, ირაკლი ჩირიკაშვილი, ნოდარ ნოზაძე, ზურაბ ძამსაშვილი, გიორგი მანწკავა.

თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული, გიორგი ქვილითაია, თემურ შარაშენიძე, გაგა ჩხეტიანი, ზვიად ქანთარია, ბექა ტუღუში, ილია პავლიაშვილი, მამუკა ტორონჯაძე.

მწვრთნელები: გია გეგუჩაძე, ზაზა ზამთარაძე, რევაზ ძოძუაშვილი, თემურ მახარაძე.

ფიზმომზადების მწვრთნელი: ავთანდილ ბერიძე, გუჯა კახიძე.

გასაოცარია, რომ უგუნდოდ არიან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მეკარე გაბრიელ თებიძე და ბაჩანა არაბული. ამ უკანასკნელმა ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა, მაგრამ მის ჩამოწერას ნუ იჩქარებთ - მას უნიჭობას ვერავინ დასწამებს.

ეს იმ დროს, რომ ქართული გუნდები გაახალგაზრდავების პოლიტიკით ცდილობენ, უფულობა შენიღბონ.

აგერ, ბატონო, მშვენიერი ახალგაზრდები, მათთან დალაპარაკებას წინ რა უდგას? წესით, არაბულს ეს ამბავი სხვებზე ნაკლებად უნდა აწუხებდეს, რადგან შესაძლოა, მალე ძლიერ ლიგაში მოხვდეს. მაგრამ თებიძის უგუნდობა ვერაფრით აგვიხსნია.

2012 წლის დასაწყიში ირაკლი ჩირიკაშვილი შვეიცარიის სუპერლიგის "ქსამაქსში" თამაშობდა. მაგრამ მისდა სამწუხაროდ, გუნდი გაკოტრდა, დაიშალა და საქართველოში ჩამოსული არავის დასჭირდა?!

ეროვნული ნაკრების გიორგი ფოფხაძე აზერბაიჯანიდან წამოვიდა და მცველს არავინ შეხმიანებია, ეტყობა, ისეთი მდიდრები ვართ, რომ ჩამოწერეს.

კიდევ რომელი ერთი დავახასიათოთ და შეგახსენოთ? მეკარე კოკა სეფიაშვილი, რომელმაც 2011 წელს "გაგრას" პირადად მოაგებინა საქართველოს თასი, ახალგარზდული ნაკრების ყოფილი წევრები, 20-24 წლის გურამ მინდორაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, სიტუაცია: გაახილეთ თვალები, რამდენი უგუნდო გვყოლია, ნიკა ჯიშკარიანი, ბაქარ მირცხულავა, ვალერი იობაშვილი, გიორგი მამუჩიშვილი, ვაჟა ნემსაძე, თემურ შარაშენიძე, ზვიად ქანთარია, ილია პავლიაშვილი.

სიაში ეროვნული ნაკრების ყოფილი თუ ამჟამინდელი კანდიდატებიდან ფოფხაძე არ არის - რუსეთის პრემიერლიგაში ნათამაშები ლევან გვაზავა, "ტორპედოდან" წამოსული გიორგი ონიანი, "ზესტაფონის" ყოფილი ვიცე-კაპიტანი გიორგი ხიდეშელი (ნაკრებში დებიუტი 17 წლისას ჰქონდა), ირაკლი მაისურაძე, სანდრო გურული, ირაკლი ჩირიკაშვილი, ზაქარია ბეგლარიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი.

შესაძლოა, ბევრმა თქვას, რომ ისინი განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვენ, ფორმიდან ამოვარდნილები ან ტრავმამოშუშებულები არიან. მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა და იქნებ, სხვაგვარად არის საქმე?

სხვა საკითხია ლვოვის "კარპატის" გაშვებული მურთაზ დაუშვილი, რომელიც, იმედია, მალე რომელიმე ძლიერი ლიგის კლუბში მოხვდება. მისი საქართველოში დარჩენა ძნელი წარმოსადგენია.

თუკი, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადმოსულმა მარტვილის "მერანმა" 2011-12 წლების სეზონში მშვენიერი შედეგი აჩვენა, ეს დიდწილად შემტევი ნახევარმცველის, გიორგი მანწკავას და მცველის, ვალერი იობაშვილის დამსახურება იყო.

ჩვენს ჩემპიონატში იშვიათად ნახავთ ისეთი ნათელი გონების ცენტრალურ ნახევარმცველს, როგორიც ქუთაისის "ტორპედოდან" გაშვებული ვალერი ბოლქვაძეა, გამოცდილი და ბევრი გუნდისთვის სასურველი ფლანგის შემტევი იქნებოდა გიორგი ჭედია.

უგუნდოების სიმბოლური ნაკრების პირობით მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე "დავუნიშნეთ", რომელიც ქუთაისის "ტორპედომ" გაუშვა.

მასთან მოლაპარაკებას "ზესტაფონი" აწარმოებდა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. არადა, ასეთ სპეციალისტის მიწვევაზე ნებისმიერი ქართული გუნდი იფიქრებდა, მაგრამ შეთავაზებას ვერ უბედავენ - აქაოდა, მაგარ პირობებს ითხოვსო, მაგრამ იაფი ხომ "ხრუშჩოვკა" და გაყინული ხორცია.

გასაოცარია, რატომ ვეძებთ უცხოეთში ძვირადღირებულ მწვრთნელებს, როდესაც გეგუჩაძის დონის სპეციალისტი გვყავს?

ვფიქრობთ, უკვე დროა, ამ სიაში ფიზმომზადების დაუსაქმებელი მწვრთნელები ჩავრთოთ: ვგულისხმობთ, საფეხბურთო კლუბებში დაუსაქმებლებს, თორემ ავთანდილ ბერიძესა და გუჯა კახიძეს ვინ მოასვენებს?

ორივე თავისი საქმის მშვენიერი მცოდნეა, მაგრამ პირველი ფეხბურთს ჩამოაშორეს, მეორე კი ახლოს არ გააკარეს. არადა, ორივეზე ლეგენდები დადის - ჰკითხეთ უგუნდო მოთამაშეებს და უმრავლესობას გეტყვით, რომ ფორმის შენარჩუნებასა და აღდგენაში ამ სპეციალისტებს ბადალი არ ჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
გუჯა კახაძესო?! ეს ის ადამიანია ვინც 5-6 წლის წინ, ჯერ კიდევ ფეხბურთელს, სირბილი ხელახლა მასწავლა. მისი ფიზმოზადების კურსის გავლის შემდეგ, მოხდა ის რომ სირბილის შემდეგ დაღლის ნაცვლად, პირიქით ზედმეტ ენერგიას ვგრძნობდი.
თანამედროვე ფეხბურთში 90-ივე წუთს თუ არ დარბიხარ ისე ვერაფერს გახდები. ნებისმიერ გუნდს ვურჩევდი გუჯა კახაძის ფიზმომზადების მწვრთნელად აყვანას, თუნდაც დროებით.
ცოტა ხნის შემდეგ შედეგს თვითონვე ნახავენ.
დავით
20:16 04-08-2013
0
გუჯა კახაძესო?! ეს ის ადამიანია ვინც 5-6 წლის წინ, ჯერ კიდევ ფეხბურთელს, სირბილი ხელახლა მასწავლა. მისი ფიზმოზადების კურსის გავლის შემდეგ, მოხდა ის რომ სირბილის შემდეგ დაღლის ნაცვლად, პირიქით ზედმეტ ენერგიას ვგრძნობდი.
თანამედროვე ფეხბურთში 90-ივე წუთს თუ არ დარბიხარ ისე ვერაფერს გახდები. ნებისმიერ გუნდს ვურჩევდი გუჯა კახაძის ფიზმომზადების მწვრთნელად აყვანას, თუნდაც დროებით.
ცოტა ხნის შემდეგ შედეგს თვითონვე ნახავენ.
დავით
20:14 04-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული