საჩხერის "ჩიხურამ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა", მოილია რა წლევანდელი ევროსარბიელი, ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადება და ორი ფეხბურთელიც დაიმატა: გიორგი გაბედავა და დიმიტრი ტატანაშვილი.

23 წლის გაბედავა შემტევი გახლავთ, მოედნის სიღრმიდან ეხერხება თამაშის გამწვავება და აქვს გამორჩეულად ძლიერი დარტყმაც.

გაბედავა "გაგრაში" ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, შემდეგ უკრაინულ "ილიჩევეცში" გადავიდა, მერე სამშობლოში დაბრუნდა, "ბაიასა" და "ზუგდიდში" ერთად სამი სეზონი ითამაშა.

რაც შეეხება ტატანაშვილს, ეს 29 წლის თავდამსხმელი ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა, მანამდე არა ერთ მოწინავე ქართულ გუნდში გამოდიოდა, ჩეხური "კლადნოსა" და "პლზენის" ფეხბურთელიც იყო, გამოცდილი მოთამაშეა და წესით და
რიგით, "ჩიხურასაც" უნდა გამოადგეს.

იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ "ჩიხურაში" მივიდოდა გორის "დილადან" წასული 26 წლის გარემარბი გიორგი კახელიშვილიც, თუმცა ეს ტრანსფერი არ გამოვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წელსს 3 უნდა მოვხვდეტ სჰიხურააააააააააააააააააააა
nukri
19:27 10-08-2013
0
კაი დროს დაიმატა, ევროპაზე შერცხვა და შეარცხვინა ქართული ფეხბურთი ,ახლა გაძლიერდება მოიპოვებს ევროპის ლიგის საგზურს და დაიცლება ფეხბურთელებით,მერე იქ გაფარჩაკდება და ასე შე,დეგ, ეგა ამათი მართვა მენეჯმენტი და პოლიტიკა ,ფუი რა
დათო
14:00 05-08-2013
0

სიახლეები პოპულარული