გიორგი ხიდეშელი: ერთი, რაც მჭირდება, სათამაშო პრაქტიკაა

AutoSharing Option
როგორც იცით, ქუთაისის "ტორპედომ" 25 წლის საკმაოდ კვალიფიციური ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი დაიმატა, რომელსაც ს/კ "ზესტაფონთან" ერთად 2-ჯერ უმაღლესი ლიგა და ერთხელ ეროვნული თასის გათამაშებაც აქვს მოგებული.

ახალწვეულმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე გამართა.

გიორგი ხიდეშელი: "რა თქმა უნდა, ქუთაისის "ტორპედო" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გუნდია, დიდი პატივია, რომ მის ღირსებას დავიცავ და გულშემატკივრებს ვპირდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები.

მოხარული ვარ საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნებით, ახლა ფსიქოლოგიურად ნამდვილად მზად ვარ მოედანზე გასასვლელად და ერთი, რაც მჭირდება ესაა - სათამაშო
პრაქტიკა, რათა ოპტიმალურ ფორმას მივაღწიო.

იმედი მაქვს, ნაყოფიერი იქნება ჩემი გარჯა ამ გუნდისთვის. "ტორპედოსთან" ერთად პირველი ვარჯიშე უკვე ჩავატარე, აქ ნორმალური სამუშაო გარემოა, მიხარია, რომ კარგად მიმიღეს და მეც კარგ განწყობაზე ვარ".


ხიდეშელი ქუთაისელთა რიგებში 16-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ სტადიონზე 10 აგვისტოს 19:00 საათზე რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული