"ვერ ვიტყვი, რომ აწყობილი და გამართული გუნდი გვყავდა, თუმცა არც ისეა საქმე, თითქოს დავიშალეთ.
მეც რომ წავიდე, "გურია" მაინც გააგრძელებს ასპარეზობას. თუმცა რთულ ვითარებაში რომ ვართ, ფაქტია.
პარასკევს დილით მივემგზავრებით თბილისში. რას იზამენ დღეს წასული ფეხბურთელები, ვერაფერს გეტყვით.
ლაპარაკია ფეხბურთელების დამატებაზე, თუმცა "ვიტ ჯორჯიასთან" ის მოთამაშეები გავლენ მოედანზე, ვინც გვყავს", - გვითხრა "გურიის" მთავარმა მწვრთნელმა დავით მახარაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლანჩხუთის "გურია" იშლება - გუნდი წამყვანმა შვიდეულმა დატოვა