საქართველოს ჩემპიონატი. I ტური: "ვიტ ჯორჯია" და "მერანი" მოგებით იწყებენ [VIDEO]

AutoSharing Option
10 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის 2013/14 წლების სეზონის პირველი ტურის სამი მატჩი გაიმართა.

"ვიტ ჯორჯიამ" საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 მოუგო. გოლების ავტორები გახდნენ ელგუჯა ლობჟანიძე (16) და გიორგი ჯანელიძე (52,69), რომელმაც დუბლი შეასრულა.

მარტვილის "მერანმა" ცხინვალის "სპარტაკი" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ანგარიში აკაკი შურაიამ 46-ე წუთზე გახსნა და "მერანი" წინ გაიყვანა, პაპუნა ფონიავამ კი 53-ე წუთზე მერანელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. სპარტაკელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, თუმცა ისიც ფონიავაც ანგარიშზეა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა.

ქუთაისში "ტორპედოს" რუსთავის
"მეტალურგი" სტუმრობდა. მატჩი გუნდებს შორის ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. 4-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ "ტორპედო" წინ გაიყვანა, ხოლო 46-ე წუთზე დავით კირკიტაძემ ანგარიში გაათანაბრა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურის დანარჩენი მატჩები 11 აგვისტოს ჩატარდება.

ასევე იხილეთ:
საქართველოს XXV ჩემპიონატი. I ტურის წინათქმა
მკითხველის კომენტარები / 2 /
:)
guruleli
21:15 10-08-2013
0
როგორ გაგვიკვირდა გურიას წაგება
guruleli
21:14 10-08-2013
0

სიახლეები პოპულარული