ზუგდიდი-ჩიხურა 1:3 - საჩხერელთა კარგი სტარტი [VIDEO]

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" ევროთასებზე დებიუტი ნაკლებად წარმატებული გამოუვიდა (მხოლოდ ერთი ეტაპი გაიარა), თუმცა საქართველოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.

11 აგვისტოს, ეროვნული პირველობის პირველ ტურში სოსო ფრუიძის გუნდმა განმუხურში სტუმრად "ზუგდიდს" ანგარიშით 3:1 სძლია.

ლაშა ჭელიძემ მე-12 წუთზე დააწინაურა სტუმრები, მაგრამ ირაკლი ეხვაიამ 51-ე წუთზე გაათანაბრა.

78-ე წუთზე საჩხერელთა ახალწვეულმა დიმიტრი ტატანაშვილმა ისევ დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო ანგარიშს წერტილი რატი წინამძღვრიშვილმა ბოლო წუთზე დაუსვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზუგდიდი სულ მალე გამოვა კრიზისიდან და გვა
ღჯუკენგშწზხც
20:54 14-08-2013
0
ცხიხურას ზოგ ზოგიერტი ფეხბურტელი არ მევასება. ტორემ კარგი გუნდია
doqtori
07:54 13-08-2013
0

სიახლეები პოპულარული