გიგა ბეჭვაია: საჩხერის "ჩიხურა" შარშანდელზე უარესი არ იქნება

AutoSharing Option
გიგა ბეჭვაია მიიჩნევს, რომ ევროპალიგაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ბევრმა საჩხერის "ჩიხურას" შესაძლებლობები არასწორად შეაფასა, გუნდს კი გაცილებით მეტი შეუძლია.

"შარშანდელი შემადგენლობიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა და ცხადია, ეს გუნდს დაეტყო. ახლა ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭები საკმაოდ გვყავს, მაგრამ გუნდში ნიჭიერებიც არიან და დრო გვჭირდება, შესაძლებლობები სრულად რომ გამოვავლინოთ.

მჯერა, "ჩიხურას" შარშანდელზე უარესი სეზონი არ ექნება. მით უფრო, რომ ევროთასების შემდეგ გაბედავა და ტატანაშვილი დავიმატეთ, რამაც შეტევა აშკარად გააძლიერა. ეს "ზუგდიდთან" შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა",
- ამბობს ბეჭვაია.

საჩხერელთა საყრდენი ნახევარმცველი დარწმუნებულია იმაშიც, რომ
"ჩიხურამ" ევროპალიგაზე საკუთარი შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინა:

"შვეიცარიელებთან მოგება სავსებით შესაძლებელი იყო. ვინც ეს მატჩი ნახა, დამეთანხმება, რომ მეტოქეზე ბევრად სუსტები არ ვიყავით, როგორც ეს შედეგიდან გამოჩნდა. 0:2 და 1:3 არა იმდენად ჩვენ შორის სხვაობას, არამედ ჩვენს მოუმზადებლობას უფრო ასახავდა.

"ჩიხურა" ხომ სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე შეიკრიბა და, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჩამოყალიბდა. შეუთამაშებლობა მაინც იგრძნობოდა.

"თუნთან" შინ მომენტები გვქონდა, მაგრამ ანგარიში რომ გაგვითანაბრეს, ფსიქოლოგიურად გავტყდით. მეორე ტაიმში უკვე სამი გოლი გვქონდა გასატანი, რაც შეუძლებელი ჩანდა. ამიტომაც წავაგეთ დიდი ანგარიშით.

თუმცა, მიმაჩნია, რომ ამას არც თბილისში ვიმსახურებდით და არც შვეიცარიაში - იქაც ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

თუ გუნდის ბირთვი შენარჩუნდება, "ჩიხურა" კარგ გუნდად ჩამოყალიბდება.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდები, ევროპელების მსგავსად, სტაბილურობით არ გამოირჩევიან, რაც ევროპაში ჩვენი წარუმატებლობის მიზეზია, თორემ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის კლასში დიდი განსხვავება იყო, როგორც თავიდან ვფიქრობდით".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზუგდიდი-ჩიხურა 1:3 - საჩხერელთა კარგი სტარტი [VIDEO]
ჩიხურა-თუნი 1:3 - რა ძნელია მარტივი თამაში [VIDEO]
თუნი-ჩიხურა 2:0 - მძიმე ამოცანა
მკითხველის კომენტარები / 3 /
კირკი საჯა დიგმელა ბოლქვა უნდა დაეტოვა დროებიტ მაინცც
nukri
14 აგვისტო 2013 10:24
0
ცინამდცვრსვილი დზაა დაბალი დონეა
nukri
13 აგვისტო 2013 20:40
0
მე რომ დავწერე თუნი დიდი არაფერი გუნდი იყო თქო, ვიღაც ძალათ მცოდნეეებმა კაიფი დაიწყეს. არადა გუნდს რომ იგივე სასტავი შეენარჩუნებია და სწორად მომზადებულიყო, მესამე ეტაპზეც გავიდოდა.
ramo
13 აგვისტო 2013 13:53
0

სიახლეები პოპულარული