თუნი-ჩიხურა 2:0 - მძიმე ამოცანა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურას" "ვადუცზე" ბევრად უფრო ძლიერი მეტოქე შეხვდა და შეიძლება ითქვას, ევროპული დონის კლუბს, რეალურად, სწორედ ახლა დაუპირისპირდა.

შვეიცარიელებმა კი სოსო ფრუიძის გუნდის ხარვეზებით ლიხტენშტეინელებზე უკეთ ისარგებლეს.

მატჩის დეტალები უეფას ვებგვერდის ტექსტური რეპორტაჟიდან შევიტყვეთ. პირველი საგოლე მომენტი "ჩიხურამ" შექმნა: მე-8 წუთზე რატი წინამძღვრიშვილის დარტყმა ძელს მოხვდა.

მერე უკვე "თუნმა" შეუტია: მე-10 წუთზე მეთიუ სალამანის სახიფათო დარტყმა მეკარე გიორგი სომხიშვილმა მოიგერია. თუმცა "ჩიხურა" ორიოდე წუთში მეკარემაც ვერ იხსნა: ენრიკო სკირინცის გადაცემით ანგარიში სანოგო ჟუნიორმა გახსნა -
1:0.

მე-20 წუთზე ვენესუელელმა ხოსე მარტინესმა შეუტია და სომხიშვილმა გუნდი გადაარჩინა.

Sportall.Geამის შემდეგ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. ტაიმის ბოლოს კი შვეიცარიელებმა საჩხერელთა კარი მეორედ აიღეს.

ამჯერად სკირინცი მეგოლის როლში იყო, ასისტენტობა კი ანდრეას ვიტვერმა გაუწია - 2:0.

ტაიმის დასრულებამდე კიდევ ერთხელ შეეძლო თავის გამოჩენა სანოგო ჟუნიორს, მაგრამ სომხიშვილმა ამჯერადაც ივარგა.

შესვენებამდე ანგარიშის შემცირების შანსი ჰქონდა დავით ოდიკაძეს, რომელმაც საჯარიმო კარგად შეასრულა. ამჯერად საქმე "თუნის" მეკარე დევიდ მოზერს მიეცა და მან თავისიანები გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმი შვეიცარიელების შეტევებით დაიწყო: 52-ე წუთზე სომხიშვილმა "ჩიხურა" კვლავ სანოგო ჟუნიორის შეტევის შემდეგ გადაარჩინა.

სამ წუთში სახიფათო შეტევის დაგვირგვინებას ცდილობდა გიგა ბეჭვაია, მაგრამ მოზერს მანაც ვერ აჯობა. 66-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ კვლავ ოდიკაძემ დაარტყა - სამწუხაროდ, მიზანს ამჯერადაც ვერ უწია.

როგორც ჩანს, სტუმართა მომენტებმა "თუნის" ფეხბურთელები გამოაფხიზლა და ზედიზედ ორჯერ რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ სკირინციმ და ბერატ სადიკმა "თუნის" უპირატესობა ვერ გაზარდეს.

ბოლო წუთებზე "ჩიხურა" ანგარიშის შემცირებას შეეცადა: 75-ე წუთზე კარში ვაჟა ლომაშვილმა დაარტყა. სტუმრებმა ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 81-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კარში წინამძღვრიშვილმა გაისროლა - მოზერი კვლავ უშეცდომო იყო.

ვერ ვიტყვით, რომ საჩხერელებს შემდეგ წრეში გასვლის შანსი არ დარჩათ, მაგრამ ორბურთიანი ჩამორჩენის დაძლევა ძალიან ძნელი ამოცანა ჩანს.

თუმცა ვნახოთ, იქნებ მოხდეს სასწაული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შეეშვით ჩიხურას, გეყოფათ უსინდისობა
ჯარჯი21
23:57 19-07-2013
0
პროსტო მაინც მოიგეთ. წელს საქართველოს ქულები მაგრა უჭირს. რაც თქვენი და ტორპედოს "დამსახურებაა".
ramo
13:59 19-07-2013
0

სიახლეები პოპულარული