უმაღლესი ლიგა. II ტური: "დინამო" და "დილა" მშვიდობიანად დაშორდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
17 აგვისტოს საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის II ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური დაპირისპირება ევროპის ლიგაზე მოასპარეზე ქართულ გუნდებს შორის, თბილისის "დინამოსა" და "დილას" შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-16 წუთზე გრიგოლ დოლიძის გოლით გახსნეს, თუმცა დუშან უჰრინის შეგირდებმა გათანაბრება პირველსავე ტაიმში მოახერხეს. თავი დინამოელებს სტუმრად ქულა ჯაბა დვალმა (30) მოუტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლანჩხუთის "გურიამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და 42-ე წუთზე ვილი ისიანის ერთადერთი გოლით სძლია.

სტუმრის რანგში მოიპოვა გამარჯვება
ბოლნისის "სიონმა", რომელმაც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცხინვალის "სპარტაკს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი ერთიმეორის მიყოლებით ლადო ახალაიამ (63) და ლაშა თოთაძემ (64) გამოიჩინეს.

უგოლო გამოდგა შეხვედრა "ზუგდიდსა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის.

ტურის დარჩენილი 2 მატჩი 18 აგვისტოს გაიმართება. საჩხერის "ჩიხურა" რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდება, ზესტაფონში კი "იმერულ დერბია" - "ზესტაფონი" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის II ტურის წინ: ვამბობთ ევროპას, ვგულისხმობთ პრინციპს...
მკითხველის კომენტარები / 12 /
გვანცელაძე, რაც გუშინ სტადიონზე შენი, შენი დამნიშნავი სიჭინავას და იმისი (ვითომ არჩეულის) დამნიშნავის ცოლ-შვილის ლოცვა-კურთხევა ისმოდა, ყველაფერი ასრულებულიყოს...
მალგო
14:32 18-08-2013
0
მსაჯმა პირველი ტაიმის ბოლოს დილას პენალტი არ მისცა, ხოლო დინამოს თამაშგარეთ გატანილი გოლი ჩაუთვალა. მსაჯი აშკარა ლმობიერებას იჩენდა დინამოს მიმართ.სირცხვილია!
beri@pista.ge
14:13 18-08-2013
0

სიახლეები პოპულარული