უმაღლესი ლიგა. II ტური: უხვგოლიანობა ქუთაისსა და ზესტაფონში

AutoSharing Option
18 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ტურის პირველი ოთხი შეხვედრა 17 აგვისტოს გაიმართა.

უმაღლესი ლიგა. II ტური: "დინამო" და "დილა" მშვიდობიანად დაშორდნენ [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურამ" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა. ანგარიში რუსთაველებმა ლუკა რაზმაძის გოლით მე-6 წუთზე გახსნეს, ხოლო 65-ე წუთზე გიორგი რეხვიაშვილმა გაათანაბრა და 3 წუთში კვლავ გამოირჩა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართული მატჩი საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. "მეტალურგი" უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლა. მე-6 წუთზე ლუკა რაზმაძემ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. პირველი
ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. "მეტალურგი" შესვენებაზე 1:1-ზე გავიდა.

თამაშის მეორე ნახევარი კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. 65-ე წუთზე "ჩიხურამ" ანგარიში გაათანაბრა.

ბედიაშვილის კარი გიორგი რეხვიაშვილმა აიღო. ზუსტად 3 წუთში იგივე რეხვიაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა 1:2.

82 წუთზე "ჩიხურამ" კვლავ მოახერხა გათანაბრება, ამჯერად დიმიტრი ტატანაშვილი გამოირჩა. 83-ე წუთზე კი დავით კირკიტაძემ ანაგარიში "მეტალურგის" სასარგებლოდ 2:3 გახადა.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა შეხვედრა ზესტაფონში, სადაც "ზესტაფონი" ქუთაისის "ტორპედოს" მასპინძლობდა. მატჩის მე-9 წუთზე ნიკა საბანაძემ "ტორპედო" დააწინაურა. მე-14 წუთზე კი პენალტით ანგარიში გიორგი ადამიამ გაათანაბრა, ხოლო მე-40 წუთზე გიორგი ხიდეშელის ავტოგოლით მასპინძლები დაწინაურდნენ. ტორპედოელებმა გათანაბრება 58-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის გოლით შეძლეს.

79-ე წუთზე უკვე "ტორპედო" დაწინაურდა - საბანაძემ დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 2:3 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაყიდული იყო დგესს სხიხურა რუსტავი
nukri
22:38 18-08-2013
0
კაი ფში დაწერილი სტატიაა?
sportall.ge
22:53 18-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული