რომან ფიფია: საქართველოში მსაჯობის შეფასებისას ხშირად ემოცია ჭარბობს

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" ოფიციალურ გვერდზე კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადება გამოქვეყნდა.

"დინამოს" მფლობელი საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში გამართულ "დილა"-"დინამოს" მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც, ბევრის აზრით, მსაჯმა თბილისური კლუბის სასარგებლოდ რამდენიმე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

რომან ფიფიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება "დილა"-"დინამოს" მატჩის შემდეგ გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მინდა აღვ
ნიშნო, რომ გულშემატკივრებმა სანახაობრივი, საინტერესო და დაძაბული ფეხბურთი იხილეს "დინამოს" და "დილას" შესრულებით, რაც, პირველ რიგში, სასიხარულოა თუნდაც იმით, რომ მსგავსი დაძაბული და საინტერესო მატჩები წინაპირობაა იმისა, რომ ჩემპიონატის დონე გაიზარდოს,
გულშემატკივარი სტადიონებს დაუბრუნდეს და ზოგადად, ქართული ფეხბურთი განვითარდეს.

აქვე მინდა აღვ
ნიშნო, რომ "დილა" ძალიან კარგი გუნდია და წარმატებები მინდა ვუსურვო მას ევროპის ლიგის ფლეი-ოფში ვენის "რაპიდთან".

ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნამდვილად ტრაგედია არ არის ის, რომ ვერც "დინამომ" იმარჯვა და ვერც "დილამ", თუმცა მინდა ვთქვა, რომ არსებობს ზღვარი მატჩის შეფასებებში და იმ ქცევებშიც, რაც ჩვენ სტადიონზე ვიხილეთ.

მიმაჩნია, რომ უმჯობესია, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ფეხბურთელმა - ფეხბურთელის, მწვრთნელმა - მწვრთნელის, მსაჯმა - მსაჯის და თუ ვინმე დასასჯელია ან რაიმე სანქციაა განსახორციელებელი, არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებმაც თავიანთი საქმე ოპერატიულად და ხარისხიანად უნდა შეასრულონ, რათა ასეთ ემოციურ ვაკხანალიას წერტილი დაესვას.

მივმართავ ფეხბურთის ფედერაციას, რათა მის დაქვემდებარებაში მყოფმა მსაჯთა კომიტეტმა სასწრაფოდ განიხილოს მატჩის მსაჯობის ხარისხი და ის პრეტენზიები, რომელიც გამოითქვა მსაჯობასთან დაკავშირებით და დაადგინოს სიმართლე, რათა ადგილი არ ჰ
ქონდეს ამ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებიც ისმის ბოლო დღეების განმავლობაში და ამ განცხადებებზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

რაც მე ვნახე, ის ნახა ყველა ფეხბურთის მოყვარულმა და ცივ გონებაზე გააზრებით, ჩანს, რომ არც "დინამოს" თავდამსხმელი იმყოფება თამაშგარე მდგომარეობაში და არც სხვა საეჭვო ეპიზოდების (მათ შორის, "დინამოს" წინააღმდეგ დაშვებული შეცდომების, რომლებსაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ეთამაშა მატჩის მიმდინარეობისას) შეფასება შეიძლება კატეგორიულად.

თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ მსაჯები მუდმივად ვამყოფოთ ასეთ არაადამიანურ წნეხში, რის შედეგადაც შეიძლება იმაზე უარესი მდგომარეობა მივიღოთ, ვიდრე გვაქვს ახლა, ვინაიდან საქართველოში, ზოგადად, მსაჯების საქმიანობის შეფასებისას ხშირად უფრო ემოციური ფაქტორი ჭარბობს, ვიდრე რეალურად სათამაშო ეპიზოდების პროფესიონალური განხილვა და ხშირად მსაჯის მიერ სწორად მიღებული გადაწყვეტილებები ქილიკის საგანი ხდება.

ამიტომაც მოვითხოვ ფედერაციისგან სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას.

21 აგვისტოს დანიშნულია აღმასკომის სხდომა, სადაც პირადად დავაყენებ აღნიშნულ საკითხებს, განსაკუთრებით, სტადიონებზე ქცევის და უსაფრთხოების წესებს, რათა ეს საკითხებიც ბევრად უკეთესად დარეგულირდეს".


იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: ასე გვინდა ევროპა? ვაი, ჩვენს პატრონს!
დილა-დინამო (თბ) 1:1 - ეჭვებით დაღდასმული [VIDEO]
რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!
მკითხველის კომენტარები / 16 /
შემოსევაა ქარაქუცების ქართულ ფეღმურთში. რაუნდა სიჭინავს ან ამას საერთოდ სპორტის სახეობა ფეღბურთში საიდან დაიბადეთ თქვე უნა-მუსოებო რაგინდათ შეგვეშვით!!
BarnaBa
20:10 21-08-2013
0
ამას რა უნდა დინამოში , ამ ........
maxo
23:16 19-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული