პირველი შეხვედრა ფოთელებმა 1:1 ითამაშეს თბილისის "სასკოსთან", შემდეგ დაამარცხეს ასევე თბილისის გუნდები: "ლოკომოტივი" - 3:0 და "აკადემია" - 2:1.
ფოთელებმა შეკრებამდეც გამართეს 4 შეხვედრა, რომელთაგან 2 მოიგეს (ოზურგეთის "მერცხალთან" 6:1 და ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" 3:1), ერთი ფრედ დაასრულეს (ლანჩხუთის "გურიასთან" 1:1) და ერთიც წააგეს ("ზუგდიდთან" 1:2).
რაც შეეხება ცვლილებებს, გუნდი დატოვეს მიხეილ ხარშილაძემ და თემურ ფარულავამ (გადავიდნენ "მერანში"), გიორგი ბუხაიძემ ("სამგურალი"), ზამირ ჯანაშიამ, ვიტორ
მოვიდნენ ახლები - ზვიად ქანთარია და დათა სიჭინავა, რომლებიც ბოლოს ბელორუსის "ბრესტში" ასპარეზობდნენ. მოლდოვიდან ჩამოვიდა აკაკი ჯანელიძე, "სიონიდან" გადმოვიდა გიორგი ჭედია, "სქურიდან" - ლევან გაბუნია, "ზუგდიდიდან" - მეკარე ლაშა ძაგანია, ხოლო "გაგრიდან" - ასევე მეკარე ილია მაღრაძე.
22 აგვისტოს "კოლხეთი" სათასო მატჩში სტუმრად წყალტუბოს "სამგურალს" შეხვდება, ხოლო პირველი ლიგის სასტარტო მატჩს 30 აგვისტოს გამართავს - ზაზა ინიაშვილის შეგირდები "მერცხალს" უმასპინძლებენ.
ამ სეზონში ფოთელთა მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. წელს კლუბს 100 წლის იუბილე აქვს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"