ფოთის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგას უმიზნებს

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს ფოთის "კოლხეთი 1913", რომელმაც დუშეთში 12-დღიანი შეკრება დაასრულა და 3 ამხანაგური მატჩიც გამართა.

პირველი შეხვედრა ფოთელებმა 1:1 ითამაშეს თბილისის "სასკოსთან", შემდეგ დაამარცხეს ასევე თბილისის გუნდები: "ლოკომოტივი" - 3:0 და "აკადემია" - 2:1.

ფოთელებმა შეკრებამდეც გამართეს 4 შეხვედრა, რომელთაგან 2 მოიგეს (ოზურგეთის "მერცხალთან" 6:1 და ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" 3:1), ერთი ფრედ დაასრულეს (ლანჩხუთის "გურიასთან" 1:1) და ერთიც წააგეს ("ზუგდიდთან" 1:2).

რაც შეეხება ცვლილებებს, გუნდი დატოვეს მიხეილ ხარშილაძემ და თემურ ფარულავამ (გადავიდნენ "მერანში"), გიორგი ბუხაიძემ ("სამგურალი"), ზამირ ჯანაშიამ, ვიტორ
როსინიმ და ლევან ბუბუტეიშვილმა.

მოვიდნენ ახლები - ზვიად ქანთარია და დათა სიჭინავა, რომლებიც ბოლოს ბელორუსის "ბრესტში" ასპარეზობდნენ. მოლდოვიდან ჩამოვიდა აკაკი ჯანელიძე, "სიონიდან" გადმოვიდა გიორგი ჭედია, "სქურიდან" - ლევან გაბუნია, "ზუგდიდიდან" - მეკარე ლაშა ძაგანია, ხოლო "გაგრიდან" - ასევე მეკარე ილია მაღრაძე.

22 აგვისტოს "კოლხეთი" სათასო მატჩში სტუმრად წყალტუბოს "სამგურალს" შეხვდება, ხოლო პირველი ლიგის სასტარტო მატჩს 30 აგვისტოს გამართავს - ზაზა ინიაშვილის შეგირდები "მერცხალს" უმასპინძლებენ.

ამ სეზონში ფოთელთა მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. წელს კლუბს 100 წლის იუბილე აქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული