შეხვედრას 13 წევრი დაესწრო. განსახილველ თემებს შორის ხუთი ძირითადი საკითხი იყო.
აღმასკომმა საადვოკატო ბიურო "მიგრიაული და პარტნიორების" განცხადებისა და "დინამო თბილისის" წერილის შესახებ იმსჯელა და გადაწყდა, რომ საკითხის განხილვა სფფ-ის იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდება.
ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აღმასკომის წევრებმა სამსაჯო ღონისძიებების სამწლიანი გენერალური სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც უეფას კონვენციის შესაბამისად განხორციელდება.
სხდომაზე დამტკიცდა საკლუბო ლიცენზირების დებულება. საკლუბო ლიცენზირების ადმინისტრაციას კი სახელი შეეცვალა და მისი ფუნქციები გაიზარდა.
ამიერიდან საკლუბო ლიცენზირების და მონიტორინგის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იქნება
საფეხბურთო კლუბებში გულშემატკივრებთან მეკავშირე ოფიცრებისთვის ინსტრუქციები დამტკიცდა.
საფეხბურთო კლუბები და გუშემატკივრებთან მეკავშირეები კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წერილობით მიიღებენ.
დღესვე სადისციპლინო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა. მატჩამდე, მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, მაყურებელთა მხრიდან სტადიონზე შეურაცხმყოფელი სკანდირების დაფიქსირების შემთხვევაში, კლუბი ფულად სანქციას მიიღებს.
ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი კლუბის ორ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.
აღმასკომის გადაწყვეტილებით, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩს ქუთაისის "ტორპედო" და გორის "დილა" 25 აგვისტოს ნაცვლად, რამდენიმე კვირაში გამართავენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეხვედრის ჩატარების თარიღს მოგვიანებით გამოაცხადებს.
მატჩის გადადებით სარგებლობის უფლება აქვს აგრეთვე "დინამო თბილისს", რომელიც ევროპის ლიგის პლეი ოფში ასპარეზობს.
gff.ge
არ მოგწონს თამაშის ხარისხი? ნუ უყურებ და ვსიო!