ტორპედო-დილა გადაიდო, სტადიონზე გინებისთვის სანქციები იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა.

შეხვედრას 13 წევრი დაესწრო. განსახილველ თემებს შორის ხუთი ძირითადი საკითხი იყო.

აღმასკომმა საადვოკატო ბიურო "მიგრიაული და პარტნიორების" განცხადებისა და "დინამო თბილისის" წერილის შესახებ იმსჯელა და გადაწყდა, რომ საკითხის განხილვა სფფ-ის იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდება.

ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აღმასკომის წევრებმა სამსაჯო ღონისძიებების სამწლიანი გენერალური სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც უეფას კონვენციის შესაბამისად განხორციელდება.

სხდომაზე დამტკიცდა საკლუბო ლიცენზირების დებულება. საკლუბო ლიცენზირების ადმინისტრაციას კი სახელი შეეცვალა და მისი ფუნქციები გაიზარდა.

ამიერიდან საკლუბო ლიცენზირების და მონიტორინგის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იქნება
კლუბების ფინანსური ფეირ პლეის საკითხები.

საფეხბურთო კლუბებში გულშემატკივრებთან მეკავშირე ოფიცრებისთვის ინსტრუქციები დამტკიცდა.

საფეხბურთო კლუბები და გუშემატკივრებთან მეკავშირეები კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წერილობით მიიღებენ.

დღესვე სადისციპლინო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა. მატჩამდე, მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, მაყურებელთა მხრიდან სტადიონზე შეურაცხმყოფელი სკანდირების დაფიქსირების შემთხვევაში, კლუბი ფულად სანქციას მიიღებს.

ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი კლუბის ორ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩს ქუთაისის "ტორპედო" და გორის "დილა" 25 აგვისტოს ნაცვლად, რამდენიმე კვირაში გამართავენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეხვედრის ჩატარების თარიღს მოგვიანებით გამოაცხადებს.

მატჩის გადადებით სარგებლობის უფლება აქვს აგრეთვე "დინამო თბილისს", რომელიც ევროპის ლიგის პლეი ოფში ასპარეზობს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჰო მაგრამ მე იცი ხალხი, რეალურად ჩემი მეზობლები არიან, ვინც თამაშებსაც კი არ უყურებენ, მიდიან იმისთვის რომ ხმის ჩახლეჩვამდე აგინონ მსაჯებსაც და ფეხბურთელებსაც. გეკითხებით ეს ნორმალურია? იარო იმისთვის, რომ იგინო?
არ მოგწონს თამაშის ხარისხი? ნუ უყურებ და ვსიო!
temo
10:20 22-08-2013
0
დინამოს მსაჯო რომ იყო მაზე მოდი და ნუ აგინებ, ჯერ მართლა მსაჯებს მიხედეთ და მერე აღარც შევიგინებით, ეტყობა სიჭინავას და იმ მსაჯს და დინამოს ბევრი მიუვიდა გინება და შეწუხდნენ ოჯახის წევრები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული