ტორპედო-დილა გადაიდო, სტადიონზე გინებისთვის სანქციები იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა.

შეხვედრას 13 წევრი დაესწრო. განსახილველ თემებს შორის ხუთი ძირითადი საკითხი იყო.

აღმასკომმა საადვოკატო ბიურო "მიგრიაული და პარტნიორების" განცხადებისა და "დინამო თბილისის" წერილის შესახებ იმსჯელა და გადაწყდა, რომ საკითხის განხილვა სფფ-ის იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდება.

ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აღმასკომის წევრებმა სამსაჯო ღონისძიებების სამწლიანი გენერალური სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც უეფას კონვენციის შესაბამისად განხორციელდება.

სხდომაზე დამტკიცდა საკლუბო ლიცენზირების დებულება. საკლუბო ლიცენზირების ადმინისტრაციას კი სახელი შეეცვალა და მისი ფუნქციები გაიზარდა.

ამიერიდან საკლუბო ლიცენზირების და მონიტორინგის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იქნება
კლუბების ფინანსური ფეირ პლეის საკითხები.

საფეხბურთო კლუბებში გულშემატკივრებთან მეკავშირე ოფიცრებისთვის ინსტრუქციები დამტკიცდა.

საფეხბურთო კლუბები და გუშემატკივრებთან მეკავშირეები კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წერილობით მიიღებენ.

დღესვე სადისციპლინო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა. მატჩამდე, მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, მაყურებელთა მხრიდან სტადიონზე შეურაცხმყოფელი სკანდირების დაფიქსირების შემთხვევაში, კლუბი ფულად სანქციას მიიღებს.

ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი კლუბის ორ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩს ქუთაისის "ტორპედო" და გორის "დილა" 25 აგვისტოს ნაცვლად, რამდენიმე კვირაში გამართავენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეხვედრის ჩატარების თარიღს მოგვიანებით გამოაცხადებს.

მატჩის გადადებით სარგებლობის უფლება აქვს აგრეთვე "დინამო თბილისს", რომელიც ევროპის ლიგის პლეი ოფში ასპარეზობს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
გინება თუ აკრძალეს არავინ არ ივლის (ისედაც არავინ დადის):D
0
ჯერ მსაჯობას მიხედეთ და მერე აგვიკრძალეთ ემოციების გამოხატვა. დილა-დინამოს თამაში რო იყო ახლა, ასეთ თამაშებს რომ გამართავთ გინება კი არა რო არ გცემეს არ გიკვირთ? ახლა უკვე გულშემატკივარსაც გვიკრძალავთ სტადიონზე მისვლას თქვენს ცოდვებს რო არ ვუყუროთ და მშვიდად გახადოთ დინამო ჩემპიონი. სულ გამოშტერდით?
Vasiko
18:39 21-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული