ეს საკითხი განსახილველად სწორედ 21 აგვისტოს გამართული აღმასკომისთვის უნდა მომზადებულიყო. თუმცა აღმასკომმა საქმე ისევ იურიდიულ სამსახურს დაუბრუნა და დაავალა, რომ 15 სექტემბრამდე სადავო საკითხის დეტალები უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბოს.
სხდომაზე დამტკიცდა საკლუბო ლიცენზირების დებულება და კლუბების გულშემატკივრებთან მეკავშირე ოფიცრის ინსტრუქციებიც.
ამას გარდა, აღმასკომმა სადისციპლინო კოდექსში ცვლილებები შეიტანა. ეროვნული ჩემპიონატისა თუ თასის
ცხადია, ვერც ერთი კლუბი ვერ აუკრძალავს სტადიონზე მისულ ქომაგს დადებითი თუ უარყოფითი ემოციების გადმოფრქვევას, ანუ აქ საქმე ეხება ორგანიზებულ ქმედებას, როცა მიზანმიმართულად ხდება ვიღაცის შეურაცხყოფა.
ადრეც გაუწყეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში, 25 აგვისტოს, გორის "დილას" ქუთაისის "ტორპედოსთან" სტუმრად უნდა ეთამაშა. კლუბები შეთანხმდნენ ამ შეხვედრის გადატანაზე, რადგან ვენის "რაპიდთანЭ ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩის შემდეგ "დილა" თბილისში 24 აგვისტოს ბრუნდება და ბუნებრივია, 25 აგვისტოს მატჩისთვის ძალების სრულად აღდგენას ვერ მოახერხებდა.
ფედერაციის აღმოსკომმა ამ გუნდებს ნება დართო, რომ თამაში გადაიდოს. იგივე უფლება მიენიჭა თბილისის "დინამოსაც", რომელიც ევროპალიგის პლეი ოფში "ტოტენჰემს" 22 აგვისტოს მასპინძლობს, ხოლო 25 აგვისტოს ცხინვალის "სპარტაკს" უნდა ეთამაშოს.
თუ "დინამო" საჭიროდ მიიჩნევს, ამ შეხვედრას გადადებს.
რომან ფიფია (თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი, აღმასკომის წევრი):
"წერტილი უნდა დავუსვათ იმ უნამუსობას, რაც სტადიონებზე ხდება. მასპინძელი მხარე ვალდებული იქნება, არ დაუშვას ისეთი რამ, რასაც ადგილი ჰქონდა "დილა"-"დინამოს" მატჩზე. შუღლი უნდა შევაჩეროთ.
კლუბსა და კლუბის მეპატრონეებს დაევალათ, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს. ერთმანეთის მიმართ პატივისცემა უნდა იყოს".
რევაზ არველაძე (ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი):
"მივედით იმ დასკვნამდე, რომ სანქციები უნდა გამკაცრდეს. მასპინძელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების მაღალი დონე, მოედანზე იქნება ეს, მოედნის მიღმა თუ VIP-ლოჟაში".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფედერაციას მგონი თავი შიგნიდან ეფხანება! ფიფიას მონებმა დილას ქულები წაართვეს და კიდე ემუქრებიან!
ამათ რა-დედის ......!!!!!!!!!!!!