რო­მან ფი­ფია: წერტილი უნდა დავუსვათ იმ უნამუსობას, რაც სტადიონებზე ხდება

AutoSharing Option
21 აგვისტოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის აღ­მას­კომ­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­ზე იმ­ს­ჯე­ლა. პირ­ვე­ლი იყო სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო "მიგ­რი­ა­უ­ლი და პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის" მი­ერ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის იური­დი­ულ სამ­სა­ხურ­ში შე­ტა­ნი­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ძველ­მა მე­პატ­რო­ნე­ებ­მა წა­მო­ыწი­ეს.

ეს სა­კითხი გან­სა­ხილ­ვე­ლად სწო­რედ 21 აგვისტოს გამართული აღ­მას­კო­მის­თ­ვის უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა აღ­მას­კომ­მა საქ­მე ისევ იური­დი­ულ სამ­სა­ხურს და­უბ­რუ­ნა და და­ა­ვა­ლა, რომ 15 სექ­ტემ­ბ­რამ­დე სა­და­ვო სა­კითხის დე­ტა­ლე­ბი უფ­რო მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს.

სხდო­მა­ზე დამ­ტ­კიც­და საკ­ლუ­ბო ლი­ცენ­ზი­რე­ბის დე­ბუ­ლე­ბა და კლუ­ბე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან მე­კავ­ში­რე ოფიც­რის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბიც.

ამას გარ­და, აღ­მას­კომ­მა სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­დექ­ს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა. ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი­სა თუ თა­სის
გა­თა­მა­შე­ბა­ში მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­პინ­ძე­ლი კლუ­ბი ფი­ნან­სუ­რად და­ჯა­რი­მდებ­და, ფაქ­ტის გა­მე­ო­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ორ სა­ში­ნაო მატჩს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გა­რე­შე გა­მარ­თავს.

ცხა­დია, ვერც ერ­თი კლუ­ბი ვერ აუკ­რ­ძა­ლავს სტა­დი­ონ­ზე მი­სულ ქო­მაგს და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბის გად­მოფ­რ­ქ­ვე­ვას, ანუ აქ საქ­მე ეხე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბულ ქმე­დე­ბას, რო­ცა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა ვი­ღა­ცის შე­უ­რაცხ­ყო­ფა.

ად­რეც გა­უწყეთ, რომ ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე ტურ­ში, 25 აგ­ვის­ტოს, გო­რის "დი­ლას" ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს­თან" სტუმ­რად უნ­და ეთა­მა­შა. კლუ­ბე­ბი შე­თან­ხ­მ­დ­ნენ ამ შეხ­ვედ­რის გა­და­ტანა­ზე, რად­გან ვე­ნის "რა­პიდ­თანЭ ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფის პირ­ვე­ლი მატ­ჩის შემ­დეგ "დი­ლა" თბი­ლის­ში 24 აგ­ვის­ტოს ბრუნ­დე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, 25 აგ­ვის­ტოს მატ­ჩის­თ­ვის ძა­ლე­ბის სრუ­ლად აღ­დ­გე­ნას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და.

ფე­დე­რა­ცი­ის აღ­მოს­კომ­მა ამ გუნ­დებს ნე­ბა დარ­თო, რომ თა­მა­ში გა­და­ი­დოს. იგი­ვე უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­საც", რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფ­ში "ტო­ტენ­ჰემს" 22 აგვისტოს მას­პინ­ძ­ლობს, ხო­ლო 25 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვა­ლის "სპარ­ტაკს" უნ­და ეთა­მა­შოს.

თუ "დი­ნა­მო" სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს, ამ შეხ­ვედ­რას გა­და­დებს.

რო­მან ფი­ფია (თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" პრე­ზი­დენ­ტი, აღ­მას­კო­მის წევ­რი):
"წერ­ტი­ლი უნ­და და­ვუს­ვათ იმ უნა­მუ­სო­ბას, რაც სტა­დი­ო­ნებ­ზე ხდე­ბა. მას­პინ­ძე­ლი მხა­რე ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, არ და­უ­შვას ისე­თი რამ, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და "დი­ლა"-"დი­ნა­მოს" მატ­ჩ­ზე. შუღ­ლი უნ­და შე­ვა­ჩე­როთ.

კლუბ­სა და კლუ­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს და­ე­ვა­ლათ, რომ ასე­თი რამ აღარ მოხ­დეს. ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა უნ­და იყოს".

რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე (ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი):
"მი­ვე­დით იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ სან­ქ­ცი­ე­ბი უნ­და გამ­კაც­რ­დეს. მას­პინ­ძელ­მა უნ­და უზ­რუნ­ველყოს უსაფ­რ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი დო­ნე, მო­ე­დან­ზე იქ­ნე­ბა ეს, მო­ედ­ნის მიღ­მა თუ VIP-ლო­ჟა­ში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
gorshi dinamos da fifias msajebi daexmarnen magram totenxemtan veravin daexmara da miigo is risi girsic iko, kide gmerts madloba utxran rom ziritadis 5 fexburteli aklda im gunds tore mashin naxavdnen seirs, xuts kiara ramdensac undodat imdens gautandnen, gulshematkivrebi stadionze kvelgan igineba pirvelad naxes?
gocha
23 აგვისტო 2013 11:10
0
მოუწოდა რა სხვებს სერიოზულობისკენ, გივი გაგნიძემ დადო სერიოზული კაცის კომენტარი და ყველამ წაიკითხეთ! :))
givis
22 აგვისტო 2013 16:32
0
მსაჯებზე რატომ არაფერი მიიღეს გადაწყვეტილება? სირცხვილია ასეთი საქციელი. მთელი უსამართლობა ფეხბურთის ფედერაციიდან მოდის. თუ წესრიგის დამყარება უნდათ მსაჯებს უნდა სამართლიანი მსაჯობა მოსთხოვონ და არა დინამოს გუნდში მე12 ფეხბურთელად თამაში
Vasiko
22 აგვისტო 2013 16:02
0
არველაძე გენმდივანი არ არის?ერთი ვნახოთ როგორ სანქციებს გამოიტანს კომისია მსაჯების მიმარ და მერე ილაოარაკოს მაყურებელზე,ყოჩაღ გორელები რამდენი მოითმინეს.
ბეთლეველი
22 აგვისტო 2013 16:01
0
სირცხვილია ფიფია რომ ამას ითხოვს , საგინებელი კიარა უარესის ღირსები იყვნენ მსაჯებიც და დინამოს მესვეურებიც. ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ლაპარაკობენ და კლავენ ფეხბურთს , დილამ ყველაფერში აჯობა , ამათმა კიდევ ჩაწყობებით და ფულებით როდემდე უნდა იბოგინონ , სირცხვილია
levani
22 აგვისტო 2013 15:31
0
ისე რაც მართალია მარტალია და უგზო უკვლო გინებაც ხშირია... მაგრამ გორი დინამოს თამაშზე მსაჯისთვის არ გინება ტეხავდა :D ლორიას და ფეხბურთელებს რაც შეეხება რაზეა ლაპარაკი, ჩვენები არიან ყველა, პროსტა ნერვებზე არ უნდა ითამაშოს მეტის მეტად არავინ და ვსიო.
PARFIUMER
22 აგვისტო 2013 15:19
0
ლორიამაც და სხვამაც პასუხი იმას მოსთხოვოს ვინც მსაჯებს გაურიგდა! გორში მსაჯები და დინამო ერთი გუნდი იყო და იმ უნამუსობაში თანაბრად მიუძღვით წვლილი! სანამ თვითონ ფეხბურთელები არ მიხვდებიან ამას და არ გააპროტესტებენ, მანამდე იქნებიან ამ სიბინძურის მონაწილეები! ითამაშონ პატიოსნად და არავინ არ შეაგინებს!
ფედერაციას მგონი თავი შიგნიდან ეფხანება! ფიფიას მონებმა დილას ქულები წაართვეს და კიდე ემუქრებიან!
ამათ რა-დედის ......!!!!!!!!!!!!
v.v.a.
22 აგვისტო 2013 15:18
0
ფიფიას ისე მოსდის გაღმა შეედავე და გამოღმა დაგრჩებაო კარგით რა სირცხვილია რატომ უკლავთ ყველანაირ იმედს იმ გუნდის ფეხბურთელებს რომლებიც იჩაგრებიან მსაჯისგან მსაჯს ჯი არაკომპეტენტურობის შემთხვევაში მაინც ყველა შეაგინებს
bibo
22 აგვისტო 2013 14:02
0
ლაშა მართალი ხარ და გეტანხმები 100 %-ით
bibo
22 აგვისტო 2013 14:00
0
სხვათა შორის , დანაშაულის ჩამდენი, რომ ისჯება, ასევე ისჯება, ვინც ამ დანაშაულის პროვოცირება ოახდინა. სირცხვილია რომან ფიფია , რომ უსინდისობაზე ლაპარაკობს, უსინდისობა დილა-დინამოს მსაჯობაა იყო, რაშიც ალბათ ტვითონ ფიფიასაც მიუძღვის წვლილი, უსინდისო თვითონ რომან ფიფია და გვანცელაძე, მე დინამოს გულშემატკივარი ვარ, მაგრამ სხვების დაჩაგვრა არ მომწონს. დაინამოს დიქტატურა არ უნდა იყოს, ჯიგარია ფიფია დინამოს აშენებს, მარა უსინდისო ძლიერ დინამოს, ნამუსიანი სუსტი დინამო მირცევნია, მე ასეთ დინამოს უფრო ვუქომაგებ.
lasha
22 აგვისტო 2013 12:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული