რო­მან ფი­ფია: წერტილი უნდა დავუსვათ იმ უნამუსობას, რაც სტადიონებზე ხდება

AutoSharing Option
21 აგვისტოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის აღ­მას­კომ­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­ზე იმ­ს­ჯე­ლა. პირ­ვე­ლი იყო სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო "მიგ­რი­ა­უ­ლი და პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის" მი­ერ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის იური­დი­ულ სამ­სა­ხურ­ში შე­ტა­ნი­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ძველ­მა მე­პატ­რო­ნე­ებ­მა წა­მო­ыწი­ეს.

ეს სა­კითხი გან­სა­ხილ­ვე­ლად სწო­რედ 21 აგვისტოს გამართული აღ­მას­კო­მის­თ­ვის უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა აღ­მას­კომ­მა საქ­მე ისევ იური­დი­ულ სამ­სა­ხურს და­უბ­რუ­ნა და და­ა­ვა­ლა, რომ 15 სექ­ტემ­ბ­რამ­დე სა­და­ვო სა­კითხის დე­ტა­ლე­ბი უფ­რო მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს.

სხდო­მა­ზე დამ­ტ­კიც­და საკ­ლუ­ბო ლი­ცენ­ზი­რე­ბის დე­ბუ­ლე­ბა და კლუ­ბე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან მე­კავ­ში­რე ოფიც­რის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბიც.

ამას გარ­და, აღ­მას­კომ­მა სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­დექ­ს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა. ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი­სა თუ თა­სის
გა­თა­მა­შე­ბა­ში მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­პინ­ძე­ლი კლუ­ბი ფი­ნან­სუ­რად და­ჯა­რი­მდებ­და, ფაქ­ტის გა­მე­ო­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ორ სა­ში­ნაო მატჩს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გა­რე­შე გა­მარ­თავს.

ცხა­დია, ვერც ერ­თი კლუ­ბი ვერ აუკ­რ­ძა­ლავს სტა­დი­ონ­ზე მი­სულ ქო­მაგს და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბის გად­მოფ­რ­ქ­ვე­ვას, ანუ აქ საქ­მე ეხე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბულ ქმე­დე­ბას, რო­ცა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა ვი­ღა­ცის შე­უ­რაცხ­ყო­ფა.

ად­რეც გა­უწყეთ, რომ ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე ტურ­ში, 25 აგ­ვის­ტოს, გო­რის "დი­ლას" ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს­თან" სტუმ­რად უნ­და ეთა­მა­შა. კლუ­ბე­ბი შე­თან­ხ­მ­დ­ნენ ამ შეხ­ვედ­რის გა­და­ტანა­ზე, რად­გან ვე­ნის "რა­პიდ­თანЭ ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფის პირ­ვე­ლი მატ­ჩის შემ­დეგ "დი­ლა" თბი­ლის­ში 24 აგ­ვის­ტოს ბრუნ­დე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, 25 აგ­ვის­ტოს მატ­ჩის­თ­ვის ძა­ლე­ბის სრუ­ლად აღ­დ­გე­ნას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და.

ფე­დე­რა­ცი­ის აღ­მოს­კომ­მა ამ გუნ­დებს ნე­ბა დარ­თო, რომ თა­მა­ში გა­და­ი­დოს. იგი­ვე უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­საც", რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფ­ში "ტო­ტენ­ჰემს" 22 აგვისტოს მას­პინ­ძ­ლობს, ხო­ლო 25 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვა­ლის "სპარ­ტაკს" უნ­და ეთა­მა­შოს.

თუ "დი­ნა­მო" სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს, ამ შეხ­ვედ­რას გა­და­დებს.

რო­მან ფი­ფია (თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" პრე­ზი­დენ­ტი, აღ­მას­კო­მის წევ­რი):
"წერ­ტი­ლი უნ­და და­ვუს­ვათ იმ უნა­მუ­სო­ბას, რაც სტა­დი­ო­ნებ­ზე ხდე­ბა. მას­პინ­ძე­ლი მხა­რე ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, არ და­უ­შვას ისე­თი რამ, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და "დი­ლა"-"დი­ნა­მოს" მატ­ჩ­ზე. შუღ­ლი უნ­და შე­ვა­ჩე­როთ.

კლუბ­სა და კლუ­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს და­ე­ვა­ლათ, რომ ასე­თი რამ აღარ მოხ­დეს. ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა უნ­და იყოს".

რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე (ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი):
"მი­ვე­დით იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ სან­ქ­ცი­ე­ბი უნ­და გამ­კაც­რ­დეს. მას­პინ­ძელ­მა უნ­და უზ­რუნ­ველყოს უსაფ­რ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი დო­ნე, მო­ე­დან­ზე იქ­ნე­ბა ეს, მო­ედ­ნის მიღ­მა თუ VIP-ლო­ჟა­ში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
რომანჩიკ მაგრად გაგინეს გორში? ამით ქართულ ფეხბურტს მაინც არ ეშველება რა ტყუილად იღებთ ხელფასს
bibo
11:44 22-08-2013
0
მაინტერესებს როგორ უნდა აუკრძალონ გულშემატკივარს სტადიონზე შეგინება ,ისეთ შემთხვევაში,როგორსაც ადგილი ქონდა დილა-დინამოს თამაშის დროს.მსაჯს აგინეს და ღირსიც იყო.რა ქნას ამ დროს მასპინძელმა-ტაში და უკრას მსაჯს,თუ რა.ცოტა სერიოზულად იფიქრეთ.
გივი გაგნიძე
12:02 22-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული