ნიკა ჭანტურია ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია ჩაირიცხა, რომელიც 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფეხბურთელმა ქუთაისურ გუნდში უკვე გამართა ოფიციალური მატჩები, კერძოდ, უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე - სლოვაკურ "ჟილინასთან".

ჭანტურია 2012 წელს გამართულ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტია. ასევე, ლიტვაში ჩატარებულ წლევანდელ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართველებმა ფინალურ ეტაპზე იასპარეზეს.

ნიკას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 8 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული, 17-წლამდელებთან ერთად კი - 9. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან გოლიც გაიტანა მოლდოვას 17-წლამდელთა ნაკრების კარში.

ნიკამ უკვე "ტორპედოსთან" ერთად ვარჯიშიც განაახლა.

წყარო: fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული