ს.კ. "დილას" განცხადება: ხარვეზები გვაქვს, მაგრამ არა - დარღვევები

AutoSharing Option
გორის საფეხბურთო კლუბი "დილა" ცოტა ხნის წინ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, კლუბში ფინანსური შემოწმების შედეგად დარღვევებია აღმოჩენილი, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მასმედიაში გასული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვითომდა გორის "დილას" აქვს ფინანსური დარღვევები.

გორის "დილას" შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნა მცირე ხარვეზები, რაც დამახასიათებელია ყველა დიდი ორგანიზაციისათვის და ის არ არის დაკავშირებული ფინანსურ დარღვევებთან.

გამოვლენილი ხარვეზები უკავშირდებოდა საქმის წარმოების სხვადასხვა დოკუმენტს, რაც არის გამოსწორებადი და მისი გამოსწორება ასახვას პოულობს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

მასმედიის წარმომადგენლებს მოგმართავთ თხოვნით, სიფრთხილე გამოიჩინოთ
ს.კ. "დილას" მიმართ ინფორმაციის გავრცელებისას, რათა არ მოხდეს მისი პრესტიჟის შელახვა და იმ წარმატებულ გუნდს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, არ მიადგეს ზიანი სპორტულ შედეგებზე".

ს.კ. "დილა"


იხილეთ ვრცლად:
საგანგაშო დასკვნა გორის "დილას" ფინანსების შესახებ
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
zestas vafshe agar yavas fanebi da magan ra unda qnas??
chicharito
18:08 16-09-2013
0
ზესტას ვაფშე აღარ ყავს ფანები და მაგან რა უნდა ქნას?
chicharito
18:07 16-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული