დუშან უჰრინის შეგირდებმა "მცხეთა პარკზე" მეტოქეს ანგარიშით 2:0 სძლიეს. 73-ე წუთზე დორინ გოგამ გაიტანა, მატჩის მიწურულს კი თავი ელგუჯა გრიგალაშვილმა გამოიჩინა.
მატჩის შემდეგ დინამოელთა თავკაცმა კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა:
"ჩვენთვის თავიდანვე რთულად წარიმართა თამაში. ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე გადასასვლელად მხოლოდ მოგება გვჭირდებოდა. ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოვუწოდე.
თამაშით კმაყოფილი ვარ, მატჩის განმავლობაში ერთი შეცდომა დავუშვით.
ახლა ყველანი მომდევნო სათასო შეხვედრაზე
შემდეგ მატჩს თბილისის "დინამო" 25 სექტემბერს, ხობის "კოლხეთთან" ჩაატარებს.
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმაღლესი ლიგის ლიდერობა ჩამოართვა