ზუგდიდი-ტორპედო 0:0 - ისევ უგოლოდ

AutoSharing Option
21 სექტემბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურში, ქუთაისის "ტორპედო" სტუმრად განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ზუგდიდის "ზუგდიდს" დაუპირისპირდა.

მთლიანობაში მატჩი ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა. ქუთათურებს პირველ ტაიმში უფრო მეტი საგოლე შანსი მიეცათ, ვიდრე მეორეში.

Sportall.Geსაბანაძე-ჯიქია-ახვლედიანი - ამ ფეხბურთელთა მიერ დარტყმული ბურთები მასპინძელთა მეკარე მამალაძემ არ გაუშვა.

ტაიმის შუაში თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა. ამის მიზეზი ერთ-ერთი ზუგდიდელის უხეშობა იყო. წაკინკლავებული გუნდები თანდათან დამშვიდდნენ.

ჟერარდ სარაგოსას შეგირდები ხშირად ფლობდნენ ბურთს და მრავალსვლიანი კომბინაციებით ცდილობდნენ წინ გასვლას, მაგრამ ამ მიზნის მიღწევაში ხელის შემშლელი
არა მარტო მეტოქე გუნდი, არამედ მოედნის ცუდი საფარიც გახლდათ.

მეორე ტაიმში "ტორპედოს" უპირატესობა მასპინძლებმა თითქმის გაანეიტრალეს, თუმცა, როგორც მათ, ასევე სტუმრებმაც ერთმანეთის კართან განსაკუთრებული ხიფათი ვერ შექმნეს, გარდა ერთი მომენტისა, როცა შეცვლაზე შესულმა კაპანაძემ, რომელიც საჯარიმოს შუაგულში იმყოფებოდა, მარჯვენა მხრიდან ჩაწოდებულ ბურთს ფეხის ერთი შეხებით დაჰკრა. თორნიკეს სიზუსტემ უმტყუნა.

ბოლო წუთებიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მაგრამ არცერთი საგოლე დარტყმა არ შესრულდა და მსაჯის საფინალო სასტვენმა "ტორპედოს" ზედიზედ მეორე უგოლო ფრე დააფიქსირა (0:0).


Sportall.Ge

წყარო: www.fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დაგავიწყდეთ ზუგდიდელი ფეხბურთელების არასპორტული საქციელი. ხომ უნდა გაამახვილოს ასეთ ქმედებებზე ვინმემ ყურადღება. 17-19 წლის ბავშვებს (უმეტესობა ამ ასაკის არის ტორპედოში) თამაშით ვერ აჯობეს და რაც კარგად გამოუვიდათ პროვოკაცია და ჩხუბი ნამდვილად არ დაიზარეს! მე მარტო ამ თამაშზე არ მაქვს ყურადღება გადატანილი, ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები!
lasha
20:16 23-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული