თენგიზ ჩიკვილაძე: "გურია" კიდევ მოუმატებს

AutoSharing Option
თენგიზ ჩიკვილაძეს მეორე სუნთქვა გაეხსნა.

ლანჩხუთის "გურიაში" გადასულ 30 წლის მარცხენა მცველს პოზიცია შეუცვალეს და დაცვის ცენტრში დააყენეს, რასაც სწრაფად აუღო ალღო და კვლავ გაიხსენა საუკეთესო წლები, როცა მარცხენა მცველად მოთამაშე ყველა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო... ბომბარდირი გახლდათ.

ამ სეზონში (ჩემპიონატსა და ეროვნულ თასზე) ლანჩხუთელთა უკანახაზელმა 8 შეხვედრა ჩაატარა და უკვე 4 გოლი გაიტანა. ბოლო ტურში მან რუსთავის "მეტალურგის" დამარცხებაშიც საკუთარი წვლილი გოლით შეიტანა...

- დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯი სწორედ ლანჩხუთის "გურიაში" გადავდგი. მაშინ 15 წლის ვიყავი. საფეხბურთო კლუბი "ოლიმპიკი", "გურიას"
სახელით, პირველ ლიგაში გამოვიდა. კლუბის პრეზიდენტი კარლო მჭედლიძე გახლდათ, მწვრთნელი კი გიგლა იმნაძე.

პროფესიონალ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში მათ დიდი როლი ითამაშეს. სხვათა შორის, "ოლიმპიკში" ხელოვნურ საფარზე შეგნებულად უარი თქვეს და დღემდე არ აგებენ, რადგან ბავშვებზე ძალიან ცუდად მოქმედებს და კუნთიც სხვანაირად ვითარდება. მერე ბალახზე თამაში ჭირს...

პირველი ოფიციალური მატჩი ნებისმიერ მოთამაშეს განსაკუთრებულად ამახსოვრდება. "გურიაში" მიწვევა ამიტომ გამიხარდა, ეს ჩემთვის მშობლიური კლუბია.

- მაგრამ სეზონი უსიამოვნოდ დაიწყო. გუნდი თერთმეტმა მოთამაშემ დატოვა და ახალი კლუბის ჩამოყალიბება დაიწყეს...
- გული დამწყდა, რადგან მათი დახმარებით "გურია" ბევრად ძლიერი იქნებოდა. მე და კოშკაძემ თავიდანვე ვიცოდით, რომ სასურველი ფინანსური მდგომარეობა არ იყო და არასტაბილურობისთვის მზად ვიყავით. სხვათა შორის, ახლა ვითარება გამოსწორდა.

- გუნდიდან წასულებში თქვენი უახლოესი ნათესავი, მეკარე მიხეილ ალავიძეც იყო. ბევრს ეგონა, რომ გუნდს თქვენც დატოვებდით...
- ეს სასიამოვნო არ ყოფილა და მეც მსურდა, რომ მიშა დარჩენილიყო. მაგრამ "გურიას" ხელმძღვანელებთან ჩემი მოლაპარაკება მქონდა და პირობა შევასრულე. სამწუხაროა, რომ პირობებზე ყველამ ვერ მოილაპარაკა.

- მანამდე ბოლნისის "სიონში" თამაშობდით და საუკეთესოდ ნამდვილად ვერ გამოიყურებოდით...
- მაშინ "სიონიც" ვერ თამაშობდა და ეს ყველა ფეხბურთელზე მოქმედებდა. ჩემი თავით უკმაყოფილო ვიყავი. ისეთ ცუდ ფორმაში არასოდეს ვყოფილვარ და შემიძლია ვთქვა, რომ გასული სეზონი ჩავაგდე.

- მერე, ხანგრძლივი პაუზის გამო, ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატშიც ითამაშეთ. ეს ფორმის აღდგენაში დაგეხმარათ?
- ფუტსალში იმხელა დატვირთვებია, რომ მართლაც შევედი ფორმაში. მაგრამ დიდ ფეხბურთში სათამაშო პრაქტიკა რომ მაკლდა, ეს ძალიან მოქმედებდა.

- გურიამ" სეზონი არასტაბილურად დაიწყო, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაშებიც მოიგეთ...
- მთელი აქცენტი საშინაო შეხვედრებზე გადავიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთში ვერ ვთამაშობთ და ეს ხელს ძალიან გვიშლის, მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თამაშის ხარისხი საგრძნობლად გავაუმჯობესეთ.

პირველ ტურში საშინლად გამოვიყურებოდით, რაც გასაკვირი არ იყო, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი პირველი მატჩის დღეს დავიმატეთ. მერე და მერე კი უკეთესად ავთამაშდით. ახლა გამოცდილი რუსი მცველი დავიმატეთ და მგონია, ვითარება კიდევ უფრო გამოსწორდება.

მიმაჩნია, რომ სანაკრებო პაუზაც ნაყოფიერად გამოვიყენეთ, კარგი ვარჯიშები გვქონდა და თავს ბევრად უკეთ ვგრძნობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის VII ტურის წინ: მომზადების ფასი
მკითხველის კომენტარები / 2 /
BRAVOOOOOOOOOO GURIA
GURULI
12:40 29-09-2013
0
მაგარი ფეხბურთელია. მიკვირს დაცვაში რატო ათამაშებენ, კაცს ცენტრიდან შეუძლია გოლის გატანა. ტორპედო-სპარტაკის თამაშზე ბოლო წუთზე გატანილ გოლს საუკეთესოდ ვთვლის საქართველოს ჩემპში.
CHIKVILA
16:17 29-09-2013
0

სიახლეები პოპულარული