გია გეგუჩაძე: ტყავაძის გათავისუფლებასთან მე ნუ დამაკავშირებთ!

AutoSharing Option
4 ოქტომბერს, თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი გიორგი ტყავაძე კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის "დინამოში" რეორგანიზაცია იგეგმება, მათ შორის გუნდის მთავარი მწვრთნელის დუშან უჰრინის შეცვლაც.

ამ ზაფხულს გამოჩნდა, რომ "დინამო" მზად არ იყო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, რასაც ფიფია ითხოვდა. პირველად, სწორედ მაშინ ითქვა, თითქოს, გეგუჩაძე "დინამოში" კი მიიწვიეს, მაგრამ მუშაობის დაწყების ერთ-ერთ წინაპირობად კლუბიდან ტყავაძის წასვლა დაასახელა.

კომენტარისთვის გეგუჩაძეს დავუკავშირდით:

"ეს გადაწყვეტილება "დინამოს" შიდა საქმეა და მოდით, ტყავაძის გათავისუფლებასთან მე ნუ დამაკავშირებთ.

ეს
არ არის სიმართლე, მსგავსი ლაპარაკი არ ყოფილა",
- გვითხრა "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რეორგანიზაცია "დინამოში": ტყავაძე მოხსნეს! მწვრთნელად გეგუჩაძე თუ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული