მალხაზ ჟვანია თბილისის "დინამოში" შტაბთან ერთად წავიდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან აბაშიძე, გივი დიდავა და მალხაზ ჟვანია

"მერანი"-"ტორპედოს" მატჩის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია მარტვილურ გუნდს დაემშვიდობა.

მატჩამდე ცნობილი იყო, რომ ის "მერანს" თავის შტაბთან ერთად დატოვებდა.

"სამწვრთნელო კარიერა "მერანში" დავიწყე და 6 წელია, რაც მარტვილში ვარ. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა თვალშისაცემი პროგრესი განიცადა. ზედიზედ სამი წელია, უმაღლესში ვთამაშობთ.

მივხვდი, რომ პროფესიული ზრდა მჭირდებოდა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე. მადლობა ყველას, ვისთანაც
დაუვიწყარი წლები გავატარე",
- გვითხრა ჟვანიამ.

37 წლის სპეციალისტთან ერთად გუნდი დატოვეს მისმა ასისტენტმა გივი დიდავამ და მეკარეების მწვრთნელმა ლევან აბაშიძემ. ისინიც, სავარაუდოდ, მუშაობას გააგრძელებენ "დინამო 2-ში", სადაც მთავარ მწვრთნელად ჟვანია დაინიშნა.

სამწვრთნელო ცვლილებებთან დაკავშირებით, კომენტარი "მერანის" მფლობელმა ფრიდონ ინჯიამაც გააკეთა:

"მერანის" წარმატებებში მალხაზ ჟვანიას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ჩვენ თითქმის ერთდროულად მოვკიდეთ ხელი ამ საქმეს, ერთადვე შევძელით გუნდის აღორძინება და უმაღლეს ლიგაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

ამისთვის მინდა მას და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო. ალბათ, ყველაფერს აქვს დასასრული".


"მერანის" ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით ინფორმაციას, სავარაუდოდ, 9 ოქტომბერს გავიგებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ჟვანიას დაუვიწყარი დღეებისთვის მარტვილში, მარტო ,,დინამოსთან,, მოგება კმარა. ,,მერანი,,---,,დინამო,, 2-1. 2012 წელი. მადლობა. გმერთმა დაგლოცოთ, წარმატებებს გისურვებთ
გიორგი
12 ოქტომბერი 2013 12:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული