ქუთაისის "ტორპედოს" დაცვა ევროპის ტოპ-ათეულში

AutoSharing Option
ცნობილმა საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა - ევროპის მასშტაბით მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატების განვლილი ეტაპების მიხედვით, საუკეთესო დაცვის მქონე 10 კლუბი გამოვლინდა.

სასიხარულოა, რომ მათ შორის ქუთაისის "ტორპედოც" მოხვდა.

სტატისტიკური კვლევა ბოლო უქმეების მატჩებამდე გამოქვეყნდა, ანუ მაშინ, როცა ქუთაისელებს 8 თამაშში 4 გოლი ჰქონდათ გაშვებული და ამ მაჩვენებლით მე-10 ადგილზე იმყოფებოდნენ. ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

კლუბი გგ თ სა
რომა (იტა) 1 7 0.14
ოლიმპიაკოსი (საბ) 1 7 0.14
საუთჰემპტონი (ინგ) 2 7 0.29
ბაიერნი (გერ)
3 8 0.38
ფოლა (ლუქ) 3 8 0.38
ჩუკარიჩკი (სერ) 3 8 0.38
პარტიზანი (ალბ) 3 6 0.43
სტანდარდი (ბელ) 4 10 0.40
ლილი (საფ) 4 9 0.44
ტორპედო (საქ) 4 8 0.50

* გგ - გაშვებული გოლი; თ - თამაში; სა - საშუალო მაჩვენებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს კვლევა გასულ წელს რომ ყოფილიყო დილა 1-ზე იქნებოდა 11 მატჩში მხოლოდ 1 ბურთი გაუსვა სკენდერმა ეგეც გივი დიდავამ პენალტი გაუტანა.
bibo
12:46 22-10-2013
0
არა მარტო დაცვის,მეკარის დამსახურებაცაა
imeda
15:29 22-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული