სადღეისოდ, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების მოთამაშეთა ჯამური ღირებულება ასე გამოიყურება:
* მრ - მოთამაშეთა რაოდენობა; სა - საშუალო ასაკი; გჯღ - გუნდის ჯამური ღირებულება ევროებში; მსფ - მოთამაშეთა საშუალო ფასი.
საინტერესო ფაქტები
* - ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ქუთაისის "ტორპედოა", სადაც მოთამაშეთა საშუალო ასაკი 20,9 წელს შეადგენს; ყველაზე ხანდაზმული კი ბოლნისის "სიონია" - 28,3 წელი.
* - ყველაზე ძვირად ღირებული თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები არიან - საშუალოდ, მათ სატრანსფერო პოტენციალს 414,423 ევროდ აფასებენ, ხოლო ყველაზე იაფად
* - ყველაზე მეტმა ფეხბურთელმა "ზუგდიდში", ბოლნისის "სიონსა" და ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშა: 27-27-მა, ხოლო ყველაზე ცოტამ "გურიაში" - 22-მა.
საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ლეგიონერების ათეული ასე გამოიყურება:
რაც უნდა უცნაური იყოს, ვიტალი შუმეიკოსა ("გურია") და ნიკა ფილიევის ("დილა") ტრანსფერს სულ რაღაც 100 000 ევროდ აფასებენ, არადა, ორივეს რუსეთის პრემიერლიგაში უთამაშია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბევრი ლეგიონერის ფასი დაეცა. მაგალითად, ჩამოსვლისას უსტარიცისა და ჩისკოს გრაფაში მილიონი ევრო ეწერა, ახლა კი - 300 ათასით ნაკლები.
საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ადგილობრივ მოთამაშეთა ათეული კურიოზულია იმ მხრივ, რომ მასში ოთხი (!) მეკარე მოხვდა:
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"