ბოლნისის "სიონში" გიორგი კიკნაძე გიორგი ლოლაძემ შეცვალა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი კიკნაძე აღარ იქნება.

დავუკავშირდით "სიონის" პრესსამსახურს და ასეთი განმარტება მივიღეთ: კიკნაძე "სიონიდან" კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების გამო წავიდა.

ამ პრობლემების მოგვარება დაწყებულია - დავალიანების დაფარვა ეტაპობრივად მოხდება, "სიონის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას კი გიორგი ლოლაძე შეასრულებს. მას არმაზ ჯელაძე და ჯონი ჯაგიდისი დაეხმარებიან.

მოკლედ, 30 ოქტომბერს "სიონს" "ზესტაფონთან" სათასო შეხვედრაში გაიყვანს ლოლაძე, ვინც მანამდე კიკნაძის თანაშემწე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს თასი. 1/8-ფინალის წინათქმა: ველოდოთ სენსაციებს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული