დოსტანიჩი "ზესტაფონში" ამ სეზონის წინ მივიდა, თუმცა გუნდის საქმე კარგად ვერ წავიდა - ჯერჯერობით მე-7 ადგილი ეროვნულ ჩემპიონატში და მარცხი ბოლნისის "სიონთან" თასის მერვედფინალში.
აქ უნდა გავიხსენოთ, რომ სანამ "ზესტაფონის" თავკაცი დოსტანიჩი გახდებოდა, კლუბსა და გეგუჩაძეს შორის მაშინაც გაიმართა მოლაპარაკება, მაგრამ მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ...
Sportall.ge თავად სპეციალისტს დაუკავშირდა და გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.
-
- ამჟამად კლუბთან მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. 1-ელ ნოემბერს უფრო დაზუსტებით შევძლებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას.
* * *
შეგახსენებთ, რომ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, "ზესტაფონი" 2011 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და სპეციალისტთა საყოველთაო აზრით, საქართველოში ყველაზე სანახაობრივ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა. გუნდი მომდევნო წელსაც, თითქმის იმავე ფეხბურთელებითა და იმავე ტაქტიკური მონახაზით, კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს პირველი კლუბი...