გეგუჩაძესა და "ზესტაფონს" შორის კონტრაქტი "2 თვე+2 წელი"-ს სისტემით გაფორმდა

AutoSharing Option
1 ნოემბერს გია გეგუჩაძემ და "ზესტაფონმა" კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება "2 თვე+2 წელი" სისტემით გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ 2008-11 წლებში გეგუჩაძე უკვე იყო "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი და გუნდს საქართველოს ჩემპიონობაც მოაპოვებინა...

დებიუტი მას თითქოს 3 ნოემბერს, ბოლნისის "სიონთან" მატჩში უნდა ჰქონოდა, მაგრამ გაირკვა, რომ ამ შეხვედრაში გუნდს "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობის მწვრთნელები გაიყვანენ, გეგუჩაძე კი მუშაობას 5 ნოემბრიდან შეუდგება.

დღის მეორე ნახევარში შემოგთავაზებთ ინტერვიუს გია გეგუჩაძესთან, სადაც ის ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს და "ზესტაფონის" შანსებს აფასებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Es 2 tve+2weli raga aris?piriqit mainc iyos.
HENRY14
12:44 02-11-2013
0
მიგვჯირყნის ზესტაფონი და არ გაგიკვირდეთ..
torpedospani
12:17 02-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული