უნდა თუ არა თბილისის "დინამოს" ელგუჯა ლობჯანიძე?

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელით, ელგუჯა ლობჯანიძით დაინტერესდა - ეს ხმა ბოლო დღეებში გავრცელდა.

21 წლის ტანმაღალი (193 სმ) ფორვარდით "დინამო" ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე დაინტერესებულა და "ვიტ ჯორჯიისთვისაც" მიუმართავს, მაგრამ, როგორც გვითხრეს, მხარეები თანხაზე ვერ შეთანხმებულან.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, "ვიტ ჯორჯიის" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს დავუკავშირდით:

"გეტყვით იმას, რაც ვიცი: მეც ასე მსმენია, რომ "დინამოს" ლობჯანიძის მიმართ ინტერესი ჰქონდა, მაგრამ ეს ადრე იყო და ინტერესიც კულუარულ დონეზე დარჩა.

არანაირი ოფიციალური შეხმიანება არ ყოფილა, მოლაპარაკებაც არ გვქონია და ამიტომაც ვერ დავადასტურებ, რამდენად
რეალური იყო ინტერესი, ან ახლაც გააჩნიათ თუ არა მისი გადაყვანის სურვილი",
- გვითხრა რუხაძემ.

ლობჯანიძე თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიის გაზრდილია. იქ ის "ვიტ ჯორჯიის" სელექციონერებმა შენიშნეს და ჭაბუკთა ლიგიდან მოყოლებული, ამ კლუბის ფორმით თამაშობს.

უმაღლეს ლიგაში ლობჯანიძე 2012 წელს გამოჩნდა და მას მერე "ვეტერინართა" ფორმით 32 შეხვედრა (8 გოლი) ჩაატარა. წლეულს კი 10 მატჩში (7-ჯერ ძირითადში) მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ წერთ ესეთ ორღობის ჭორებს არანაირი ინტერესი არაა
ფი
12:18 02-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული