შოკი ქუთაისში - საჩხერის "ჩიხურამ" "ტორპედო" მისსავე მოედანზე დაამარცხა

AutoSharing Option
4 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, XI ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ქუთაისში, ცენტრალურ სტადიონზე "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

არადა, "იმერულ დერბიში" ანგარიშის გახსნა ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა შეძლეს. მატჩის 35-ე წუთზე საჩხერელთა კარში გოლი გიორგი ხიდეშელმა გაიტანა.

"ჩიხურამ" გათანაბრება პირველსავე ტაიმში შეძლო - 42-ე წუთზე თავი გიორგი გაბედავამ გამოიჩინა.

მაგრამ სოსო ფრუიძის შეგირდები ამით არ დაკმაყოფილდნენ - 72-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა მასპინძლებს ცივი წყალი გადაასხა.

დარჩენილ დროში "ტორპედო" მატჩის ბედის შემოტრიალებას ამაოდ ეცადა - შეხვედრის მიწურულს
მეორე ყვითელი ბარათი გიორგი კუხიანიძემ მიიღო და მოედანი დატოვა.

ამ გამარჯვებით "ჩიხურამ" ქულებით "ტორპედოს" გადაასწრო და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
შიკი არა იხვი.
chorvila
10:17 05-11-2013
0
ვაჯობეტ ტორბედოს
nukri
22:58 04-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული