რამდენი აფრიკელი ლეგიონერია საქართველოში?

AutoSharing Option
აფრიკულმა გამოცემა "ჟონ აფრიკმა" საგულდაგულოდ დაითვალა აფრიკელ ფეხბურთელთა რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

მათი ცნობით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმაღლეს ლიგებში 237 აფრიკელი თამაშობს. ყველაზე მეტი თამაშობს რუმინეთში (28). მერე მოდიან რუსეთი (22), ყაზახეთი და უკრაინა (16-16). ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში თამაშობს 15 აფრიკელი ლეგიონერი.

"ჟონ აფრიკი" საქართველოში 5 ლეგიონერს ითვლის, რაც შეცდომაა - დღეისათვის უმაღლეს ლიგაში 7 აფრიკელი ლეგიონერი გამოდის.

თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავს კოტდივუარელი ჯილი არსენ დიტ პატრიკ ვუო (11 თამაში, 1 გოლი), "ზუგდიდში" ეგვიპტელები თამაშობენ: გამალ ჰამზა (2 თ) და
ამირ აზმი მოჰამედ მეგაჰედი
(6 თ), "ზესტაფონში" თამაშობს ნიგერიელი ნაემეკა აჯურუ (9 თ), "გურიას" მცველია კამერუნელი არნო ჩუენსუ (10 თ), მისი თანამემამულე კრისტელ ბანება ნგამენი (4 თ) "მერანში" ირიცხება, ხოლო ნიგერიელი კრისტიან ობინა მადუბუიკე (1 თ) "სიონშია".

სხვათა შორის, აფრიკელთა რიცხვი გაცილებით დიდია პირველ ლიგასა და დაბალ ლიგებში. პირველ ლიგაში "გაგრას" ნიგერიელი ფორვარდი აბაიომი ოვონიკოკო სეუნი (8 თ, 7 გ) სულაც ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.

ხოლო მეორე ლიგაში (აღმოსავლეთი) თამაშობს კლუბი "მარკ სტარსი", რომელშიც 5 აფრიკელი ლეგიონერი თამაშობს.

ასევე იხილეთ:
"მარკ სტარი" - აფრიკელების კიდევ ერთი გუნდი საქართველოში
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველა უნდა მოაშორო აქაურობას
giorgi amaglobeli
10:35 07-11-2013
0
მაგარ შარში რო ვართ ამას წლების მერე ნათლად მივხვდებით
dato
18:13 06-11-2013
0

სიახლეები პოპულარული