მათი ცნობით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმაღლეს ლიგებში 237 აფრიკელი თამაშობს. ყველაზე მეტი თამაშობს რუმინეთში (28). მერე მოდიან რუსეთი (22), ყაზახეთი და უკრაინა (16-16). ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში თამაშობს 15 აფრიკელი ლეგიონერი.
"ჟონ აფრიკი" საქართველოში 5 ლეგიონერს ითვლის, რაც შეცდომაა - დღეისათვის უმაღლეს ლიგაში 7 აფრიკელი ლეგიონერი გამოდის.
თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავს კოტდივუარელი ჯილი არსენ დიტ პატრიკ ვუო (11 თამაში, 1 გოლი), "ზუგდიდში" ეგვიპტელები თამაშობენ: გამალ ჰამზა (2 თ) და
სხვათა შორის, აფრიკელთა რიცხვი გაცილებით დიდია პირველ ლიგასა და დაბალ ლიგებში. პირველ ლიგაში "გაგრას" ნიგერიელი ფორვარდი აბაიომი ოვონიკოკო სეუნი (8 თ, 7 გ) სულაც ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
ხოლო მეორე ლიგაში (აღმოსავლეთი) თამაშობს კლუბი "მარკ სტარსი", რომელშიც 5 აფრიკელი ლეგიონერი თამაშობს.
ასევე იხილეთ:
"მარკ სტარი" - აფრიკელების კიდევ ერთი გუნდი საქართველოში