"ეს ყველაფერი, უბრალოდ, სპორტულ სფეროს გასცდა და პოლიტიკური ელფერი შეიძინა. პირდაპირ ვაცხადებ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო კლუბის საქმიანობაში უხეშად ერევა... რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფეხბურთის ზოგიერთ წარმომადგენელთან და როგორც ირკვევა, შეთანხმდნენ ერთ თემაზე - თანამდებობიდან გამათავისუფლეს. პოსტს არ ვებღაუჭები, მაგრამ კარგად ვიცი, რაც ხდება. ეს ყველაფერი ორი დღის წინათ არ დაწყებულა, ამ თემაზე
"ზუგდიდის" დირექტორმა კიდევ ერთხელ განმარტა მწვრთნელის შეცვლის მოტივი: "კობა წიტაიშვილი თავად გადადგა და გასაკვირია, რომ ახლა დაბრუნებას ითხოვს, და თან - ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევით. აქ ხომ ყველაფერი ნათელია?! საუბარია საფეხბურთო სტრუქტურაში მათთვის სასურველი ჯგუფის მოყვანაზე. "ზუგდიდს" დავუნიშნეთ მწვრთნელ-კონსულტანტი სერგო გაბელაია, რომელიც საქმეს შეუდგა".
ამის შემდეგ "ლელომ" შეიტყო, რომ ჭეჟიამ კლუბიდან წასვლის შესახებ განცხადება მაინც დაწერა.
ინფორმაცია თავად დაგვიდასტურა, თუმცა კომენტარი აღარ ისურვა, მხოლოდ ეს გვითხრა - დავიღალე ამ ყველაფრისგანო!
გუშინვე გაჩნდა ერთ-ერთი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თითქოს "ზუგდიდს" კობა წიტაიშვილი უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, გაუგებარია, რა როლში დარჩება ახალდანიშნული მწვრთნელ-კონსულტანტი სერგო გაბელაია. სავარაუდოდ, კლუბის დატოვება მასაც მოუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ზუგდიდის" დირექტორი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს
სერგო გაბელაია: "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგაში აუცილებლად დარჩება
მალხაზ ჭეჟია კობა წიტაიშვილს პასუხობს: ეს საერთოდ აღმაშფოთებელია!..
მალხაზ ჭეჟია: მერიდება პირობებზე ლაპარაკი, მაგრამ გუნდში ფული მიმქონდა
კობა წიტაიშვილი: ვითხოვდი, ბიჭებს ვარჯიშის შემდეგ ტანი მაინც რომ დაებანათ