ალბათ, გულშემატკივართათვის საინტერესო იქნება გუნდის ესპანელი მთავარი მწვრთნელის მოსაზრება ამ თემასა და მომავალ მატჩთან დაკავშირებით.
ჟერარდ სარაგოსა მულეტი:
"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ ბედნიერები, რადგან ჩემპიონატში ზედიზედ სამი მნიშვნელოვანი მატჩი დავთმეთ. შევეცდები, რომ თითოეულ მარცხზე გავაკეთო მოკლე კომენტარი.
მოგეხსენებათ, წაუგებელი სერია თბილისის "დინამოსთან" მატჩში დავასრულეთ, რომელშიც მეტწილად არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდით, თუმცა ბოლო თორმეტ წუთში გაშვებული გოლებით დავმარცხდით.
შემდეგ, "სპარტაკთან" სათასო მატჩს
ბოლოს კი, რუსთავში "მეტალურგთანაც" არ გვითამაშია ცუდად. მეტოქემ მთლიანობაში ვერ გვაჯობა, თუმცა გამარჯვება მას დარჩა.
ახალი საფეხბურთო სეზონის პირველი სანაკრებო პაუზისას უფრო გვიმართლებდა, მეორისას კი - ნაკლებად.
ველოდი თუ არა კარგი სტარტის შემდეგ ასეთ ნეგატიურ სერიას? სიმართლე გითხრათ, არ მქონდა წარმოდგენილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. დროა, რომ ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ ყველაფერი.
რაც შეეხება ამ ორკვირიან მოსამზადებელ პერიოდს, პირველ კვირას საკმაოდ ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა, რომლებშიც დუბლშემადგენლობიდან დავიმატეთ რამდენიმე ფეხბურთელი.
იცით, რომ ჩვენი ბევრი მოთამაშე იყო საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. ისინი უკვე შემოგვიერთდნენ და ტაბატაძის გარდა, მთლიანი გუნდით ვემზადებით "ზესტაფონისთვის".
ჩვენს მომავალ მეტოქესთან პირველი წრის თამაშის შემდეგაც ვთქვი, რომ "ზესტაფონი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში, კარგი ფებურთელებით დაკომპლექტებული. სერბი დოსტანიჩის სახით საკმაოდ მაღალი დონის თავკაცი ჰყავდა, ახლა კი ახალი მწვრთნელის ხელში შეეცდება საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას.
ყველანაირად უნდა ვეცადოთ და გულშემატკივრის დახმარებით, ეს თამაში ჩვენ სასარგებლოდ დავამთავროთ. განსაკუთრებული იქნება ჩვენი ქომაგების მხარდაჭერის ფაქტორი".
წყარო: www.fctorpedo.ge