პეტერ გრაიციარი თბილისის "დინამოდან" წავიდა

AutoSharing Option
21 ნოემბერს თბილისის "დინამოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:

"კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, პეტერ გრაიციარმა "დინამო" დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის სლოვაკი ნახევარმცველი 7 ივლისს, მოსკოვის "დინამოსთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში მძიმედ დაშავდა. მან წინა ჯვარედინი იოგი და მენისკი დაიზიანა.

ფეხბურთელი ჯერ კიდევ რეაბილიტაციის კურსს გადის და ექიმების ვარაუდით, საუკეთესო შემთხვევაში, სრულფასოვან ვარჯიშს მარტის თვეში შეძლებს.

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის პეტერს გაწეული სამსახურისთვის, გამოჯანმრთელებასა და წარმატებებს უსურვებს მას".

30 წლის გრაიციარი "დინამოში" 2013 წელს ჩაირიცხა. წინა სეზონის დარჩენილ ნაწილში 10
მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

"დინამომდე" ის ზვოლენის "ლოკომოტივაში", "ნიტრაში", პრაღის "სლავიაში", "ქონიასფორსა" და პრაღის "სპარტაში" თამაშობდა. 2007 წელს პირველად მიიწვიეს სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც სულ 3 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული